საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისია, ხედვა და ღირებულებები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისია, ხედვა და ღირებულებები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისია:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიაა შექმნას ისეთი აკადემიური გარემო, რომელიც ინდივიდს შესაძლებლობას მისცემს ჩამოყალიბდეს მაღალკვა-ლიფიციურ კადრად, აღიზარდოს დამოუკიდებელ პიროვნებად, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვან წევრად; მაქსიმალურად შეუწყოს ხელი უნივერსიტეტის თითოეული წევრის საზოგადოებრივ და აკადემიურ თვითგა¬ნ-ვითარებასა და თვითრეალიზებას, რაც თანამედროვე თავისუფალი, დემოკრა-ტიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი პირობაა.

 უნივერსიტეტი ამ მისიის შესაბამისად მიზნად ისახავს უზრუნველყოს:
  • აკადემიური უმაღლესი განათლების, ინოვაციური მეცნიერული კვლევების მაღალი ხარისხი ინჟინერიის, საბუნებისმეტყველო, სამართლის, აგრარული, ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებების, ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ხელოვნებისა და მიმართულებათშორისი დარგებისა და სპეციალობების (განსაკუთრებული აქცენტით ევროპის- მცო-დნეობის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, საჯარო მმართველობის, სამხედრო)მიმართულებით;
  • პროფესიული განათლების მიმართულებით აღზარდოს მაღალკვალიფიციური საზოგადოების საჭიროებაზე ორიენტირებულიკადრები;
  • პროფესიული და აკადემიური უმაღლესი განათლების განხორციელება თავისუფალი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და, იმავდროულად შეინარჩუნოს სამეცნიერო და აკადემიური ცოდნის მნიშვნელობა და ღირებულება;
  • მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოქნილი სისტემის დანერგვა დაგანვითარება;
  • უნივერსიტეტის პერსონალის აკადემიური თავისუფლება (რაც მოიცავს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, სტუდენტის სწავლის, სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას, მობილობის შეუზღუდავ შესაძლებლობებს);
  • განათლებისა და მეცნიერების საზოგადოებისა და სახელმწიფოს სამსახურში ჩაყენება, კვლევისა და სწავლების რეგიონალიზაცია და ინტერნაციო- ნალიზაცია, კოლაბორაციის განვითარება უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
  • უნივერსიტეტის სტრუქტურულ-ორგანიზაციულ ერთეულებს შორის ფუნქციების განაწილების და კოლეგიური მართვის სისტემის ოპტიმიზაცია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხედვა:
  • უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება ავტონომიურობის, აკადემიური თავისუფლების, სწავლის, სწავლებისა და კვლევის ერთიანობის, თანასწო- რობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს, სწავლებისა და კვლევის პროცესის ინტერნაციონალიზაციას, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება საერთაშორისო გამოცდილების არა მარტო პასიური გაზიარება, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო მიღწევებში თანასწორუფლებიანი მონაწილეობა;
  • ისეთი სასწავლო-აღმზრდელობითი გარემოს შექმნა, სადაც და რისი საშუალებითაც კულტურული კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ღირებუ- ლებები − თავისუფლება და ღირსება იქნება განხორციელებული;
  • ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის ინტელექტუალური ბა¬ზი-სის შექმნა;
  • მაღალი სტანდარტის კვლევისა და სწავლების განხორციელებისათვის ახალი ორგანიზაციული ერთეულების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური ქსელების ჩამოყალიბებას როგორც რეგიონულ, ისე ინტერნაციონალურ დონეზე. ახალი ორგანიზაციული ერთეულებია სადოქტორო და სამაგისტრო ფაზის ფაკულტეტთაშორისი საუნივერსიტეტო სტრუქტურები (გრადუირე- ბულთა სკოლები და კოლეგიები). მაღალრეიტინგულ მკვლევართა ჯგუფები−„ექსელენს კლასტერები“ (Excellent Cluster) და ცოდნის ტრანსფერის ხელ- შემწყობი სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფს კვლევის ახალი თემების იდენტიფიკაციას, მათ სისტემურ ხელშეწყობას დაგაძლიერებას;
  • ტრადიციული ორგანიზაციული ერთეულების (ფაკულტეტი, დარგობრივი დეპარტამენტი, სხვადასხვა ტიპის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი და სხვ.) მოდერნიზაცია და გაძლიერება, რადგან დარგობრივი და თემატური განვითარების მოთხოვნა, რომელიც აუცილებელია უსდ-ების გამართული ფუნქციონირებისათვის, სწორედ ამ სტრუქტურებში ხორციელდება. იმავ- დროულად, ტრადიციული სტრუქტურები მაქსიმალურად პოზიტიურად უნდა თანამშრომლობდნენ ახალ სტრუქტურებთან, რაც მეცნიერების განვითარების კომპლექსურობისა და დინამიკურობის წინაპირობაა. ასე რომ, მატრიცული ორგანიზაციის სხვადასხვა დონე და ვარიანტები თანამედროვე უნივერსიტეტის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია;
  • ინტერდისციპლინური სწავლებისა და კვლევის განვითარება, რაც ხელს უწყობს ცოდნის ახალი ველის იდენტიფიცირებასა დაგანვითარებას;
    შესაბამისად, აუცილებელია ძველი და ახალი აკადემიური სტრუქტურების მდგრადობის შენარჩუნება და ურთიერთკოორდინაცია.

ღირებულებები:
  • უნივერსიტეტის ავტონომია ეფუძნება უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ- მასწავლებლებისა და სტუდენტთა ერთიანობას და მოიცავს როგორც გარეშე ფაქტორებისაგან დამოუკიდებლობას, ისე შიგაავტონომიურობას;
  • სტუ თავისუფალია სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფებისა და ორგანიზაციების გავლენისაგან, მაგრამ ტოლერანტულად არის განწყობილი მათ მიმართ. ყოველი ამ ჯგუფის წარმომადგენელი თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ახორციელებს აკადემიურ და სამეცნიერო საქამიანობას მის წიაღში;
  • აკადემიური თავისუფლება არის იდეა, რომელიც ითვალისწინებს თავი- სუფლების იმ სახეებს და შესაბამის პასუხისმგებლობათა რიგს, რომლებიც განსაზღვრულია უმაღლესი სასწავლებლების, მათი მასწავლებლების, ადმი- ნისტრაციისა და სტუდენტებისთვის და, უპირველესად, კვლევის, სწავლებისა და სწავლის პროცესის თავისუფლებას გულისხმობს. მეცნიერების პრიო- რიტეტულ სფეროებში ცოდნის საზღვრების გაფართოება უნდა ხორციელ- დებოდეს აკადემიური თავისუფლების, პროფესიული ეთიკისა და კოლეგიუ- რობის პრინციპების დაცვით;
  • სტუ-სათვის, როგორც თავისუფალი აკადემიური სივრცისათვის, აუცილებელი კომპონენტია სწავლის, სწავლებისა და კვლევის ერთიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ სწავლისა და სწავლების პროცესში მუდმივად ვითვალისწინებთ უახლესი კვლევის შედეგებს, რაც სწავლას უფრო ღრმასა და მრავალფეროვანს გახდის, ასევე უფრო მასშტაბურ საზოგადოებრივ დატვირთვას შესძენს სამეცნიერო-კვლევით მიღწევებს, ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევის შედეგების ნაყოფიერ გამოყენებას საზოგადოებრივი დანიშნულებით და მათ ადაპტაციას სასწავლო პროგრამაში დასანერგად. ამავე დროს სტუდენტი აქტიურად უნდა იყოს ჩართული კვლევის პროცესის გაანალიზებაში;
  • თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სტუ-ის ყველა წევრის თანასწორობას სტუ-ის მართვასა და სასწავლო-კვლევითი პროცესის ორგანიზებაში. დაუშ- ვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. ამ პრინციპის რეალიზება ძი- რითადად ხდება სტუ-ის წევრების მიერ უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების მართვის წარმომადგენლობითი ორგანოების ფორმირებაში თანასწორი მონაწილეობით;
  • გამჭვირვალობის პრინციპი გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის ფინანსური საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას. თავის საქმიანობაში სტუ ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.