|
საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია
„ახალი ტექნოლოგიები თანამედროვე მრეწველობაში“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მსუბუქი მრეწველობის ნაწარმთა მოდელირების და ტექნოლოგიის“ მიმართულების ეგიდით 2010 წლის 29-30 აპრილს ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია: „ახალი ტექნოლოგიები თანამედროვე მრეწველობაში“.
კონფერენცია ეძღვნება ტექნიკური ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელს, მეცნიერსა და პედაგოგს, მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს ნიკოლოზ შენგელიას ნათელ ხსოვნას და დაბადებიდან 100 წლის თავს.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
1. მრეწველობის ახალი ტექნოლოგიები;
2. ახალი მასალები მრეწველობაში;
3. ქიმიური ტექნოლოგიები და ახალი მასალები;
4. ზუსტი მეცნიერებები (საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფიზიკა-მათემატიკა, ეკოლოგია);
5. ეკონომიკა და ბიზნესის მართვა.
დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება და სარეგისტრაციო ბარათის შევსების მიზნით იხილეთ: საინფორმაციო ბუკლეტი
|