12 ივნ

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სატყეო მიმართულების სტუდენტებს შეხვდა
27 მაი

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს დეკანის არჩევნებს
ყველა სიახლე

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

05/27/2019 “უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის და სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის დეკანის  თანამდებობების დასაკავებლად:

დეკანად შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. კანდიდატებმა განცხადება უნდა წარადგინონ ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში. განცხადებას უნდა დაერთოს:

1. განცხადება;
2. CV;
3. პირადობის დამატასტურებელი მოწმობის ასლი;
4. ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ;
5. სამოქმედო გეგმა (ბეჭდური და ელექტრონული სახით);

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 29 ივნისს და დასრულდება  5 ივლისს, განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში (მისამართი: გურამიშვილის გამზ.#17, სტუ-ს მე-11 კორპუსი მე-2 სართული, ოთახი N 209).
2019 წლის 11 ივლისს მოხდება კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის  საბჭოში.  არჩევნები ჩატარდება 2019  წლის 12 ივლისს.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით. 
65 წლისა და მეტი ასაკის  პირის მიერ დეკანის თანამდებობის დაკავების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო, ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა  უნდა მიმართოს განცხადებით (განცხადების წარდგენის ვადა - 2019 წლის 24 ივნისი, 10 საათიდან 17 საათამდე, სტუ-ს კანცელარია, მის: კოსტავას ქ. #77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი N 241 ). 
არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.

ფაკულტეტის საბჭო

 

სიახლეებში დაბრუნება