06 სექ

დისერტაციის დაცვა

სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე შემდარი სადოქტორო დისერტაციების დაცვა (2018-2019 წწ.)
16 ივლ

დისერტაციის დაცვა

სტუ-ს აგრარული  მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე ა.წ. 18 და 19 ივლისს შედგება სადოქტორო დისერტაციების დაცვა
ყველა სიახლე

მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ღრმავდება

12/21/2018


    


        

მიმდინარე წლის 17-21 დეკემბერს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოინჟინერინგის სისტემების ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციას ამავე უნივერსიტეტის სკოლის „ვინიფერა“ მენეჯერი - პატრის ლალელმანი ხელმძღვანელობდა. ფრანგი პროფესორები მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და დარგობრივი მიმართულების ლექციები წაუკითხეს.

ვიზიტის ფარგლებში ფრანგი კოლეგები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი და ღვინის ქარხანა „შატო მუხრანი“ მოინახულეს, ღვინის ლაბორატორიის მენეჯმენტს შეხვდნენ და მათ მუშაობას გაეცნენ.

სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტის პროფესორები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზასაც ესტუმრნენ, საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისაგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. დელეგაცის წარმომადგენლები ასევე ღვინის კომპანია შუმის ბარში იმყოფებოდნენ, სადაც კომპანიის მუშაობას და მათ წარმოებულ ღვინოებს გაეცნენ.

ვიზიტის ბოლოს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოინჟინერინგის სისტემების ფაკულტეტზე დასკვნითი ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის საელჩოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული და ფრანგული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც დიდი მოწონება ქვევრის ღვინომ „ქისი“ დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ და სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტებს ორწლიანი თანამშრომლობის ისტორია გააჩნია, რომელიც სტუდენტების გაცვლასა და მათ სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტში სწავლას გულისხმობს.


 

სიახლეებში დაბრუნება