06 სექ

დისერტაციის დაცვა

სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე შემდარი სადოქტორო დისერტაციების დაცვა (2018-2019 წწ.)
ყველა სიახლე

მილანის უნივერსიტეტის პროფესორების შეხვედრა აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებთან

05/23/2019 მილანის უნივერსიტეტის პროფესორები ენოლოგი დანიელა ფრანკასეტი და მევენახე გაბრიელა დე ლორენცი ერასმუსის  პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტს 13-17 მაისს ეწვივნენ.
პროფესორები მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ და  მეღვინეობისა და მევენახეობის საკითხებზე საჯარო ლექციები გამართეს.
პროგრამის ფარგლებში მათ მოინახულეს ბაზები, სადაც ფაკულტეტის სტუდენტები გადიან საწარმოო და საველე პრაქტიკებს. მათ დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის, მცენარეთა მიკროკლონური (In vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის და მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორები და  მათ მუშაობას გაეცნენ. სტუმრებმა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაც მოინახულეს, ქართული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ.
       

 

სიახლეებში დაბრუნება