11 ნოე

პროფესორ ვიქტორ ერისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 11-12 ნოემბერს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის ეგიდით, ჩატარდა საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო – ტექნიკური კონფერენცია “გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება”
30 ოქტ

სტუ-ში ელმირა (დოდო) ჩხიკვაძის 90 წლისთავისადმი მიძღნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

საქართველოს ტექნიური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ღვაწლმოსილი პროფესორის, 1970-1980 წლებში ამავე ფაკულტეტის დეკანის, ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის დამფუძნებლის, ქალბატონ ელმირა (დოდო) ჩხიკვაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
02 ივლ

სამეცნიერო სემინარი

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით: ,,საქართველოში რეალიზებადი კვების პრეოდუქტების მონიტორნიგი და მისი ეკოქიმიური ექსპერტიზა”. სემინარს უძღვებოდა პროფ: გიორგი დანელია.
მოხსენება 
27 ივნ

გამოცდების განრიგი

ბაკალავრიატის სწავლების,  საგამოცდო სესია 2018-2019 სასწავლო წელი
4501-4590a ჯგუფი. 
4601-4690a ჯგუფი. 
4701-4790a ჯგუფი. 
4801-4890a ჯგუფი.
სიახლეების სრულად ნახვა

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული -

სალექციო კურსი მასალათმცოდნეობაში

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

 

06-06-201821-25 მაისს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) გაიმართა Erasmus+ საერთაშორისო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ლოლაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს 21 ქვეყნის უნივერსიტეტების 48 წარმომადგენელი, მათ შორის სერბეთიდან, ალბანეთიდან, კოსოვოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონდურასიდან, მექსიკიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სურინამიდან, ეთიოპიიდან, გვატემალადან, კოლუმბიიდან, მონტენეგროდან, კოსტა რიკიდან, ურუგვაიდან და ა.შ.

Erasmus+ საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებმა დაათვალიერეს სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი, კამპუსები, ლაბორატორიები, დაესწრნენ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს, სადაც ფაკულტეტისა და ლაბორატორიების ხელმძღვანელებმა უნივერსიტეტის სტუმრებს გააცნეს თავიანთი მიღწევები სასწავლო და სამეცნიერო სფეროში.
ასოც. პროფ. თამარ ლოლაძე ესტუმრა უახლესი აპარატურით აღჭურვილ ნანოტექნოლოგიების ლაბორატორიას და კატოვიცეში არსებულ მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის და ტრანსპორტის ფაკულტეტებს. მან დაათვალიერა ფაკულტეტებთან არსებული ლაბორატორიები, გაეცნო პოლონელი კოლეგების მდიდარ გამოცდილებას.
სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის ფარგლებში თამარ ლოლაძემ უნივერსიტეტის კატოვიცეს კამპუსში მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე მასალათმცოდნეობის სპეციალობის დოქტორანტებს წაუკითხა საჯარო ლექციები თემებზე: კომპოზიციური მასალები, ნანოფხვნილები და დანაფარები, სპეციალური დანიშნულების მასალები. სტუდენტებთან მან ასევე ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და   ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო აქტივობების შესახებ და მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში.

პროფ. იანუშ რიხტერთან, პროფ. ალექსანდრ სლადკოვსკისთან, სხვა პოლონელ კოლეგებთან და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განხლილული იქნა სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვირეული Erasmus+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. საგულისხმოა, რომ საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-ს პროფესორი იქნა შერჩეული.