05 დეკ

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთათვის


9 დეკემბერს, 14 საათზე შედგება შეხვედრა დამსაქმებელ შ.პ.ს. „გეფასთან“, შეხვედრა გაიმართება ადმინისტრაციულ კორპუსში, ნიკოლაძის დარბაზში. დასწრება სავალდებულოა.
03 დეკ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა!

კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შერჩევის შესახებ.
01 დეკ

გამოფენა

4 დეკემბერს, 13:30 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში
11 ნოე

პროფესორ ვიქტორ ერისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 11-12 ნოემბერს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის ეგიდით, ჩატარდა საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო – ტექნიკური კონფერენცია “გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება”
სიახლეების სრულად ნახვა

სტუ-ში ელმირა (დოდო) ჩხიკვაძის 90 წლისთავისადმი მიძღნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

30-10-2019

სტუ-ში ელმირა (დოდო) ჩხიკვაძის 90 წლისთავისადმი მიძღნილი საიუბილეო საღამო გაიმართასაქართველოს ტექნიური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ღვაწლმოსილი პროფესორის, 1970-1980 წლებში ამავე ფაკულტეტის დეკანის, ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის დამფუძნებლის, ქალბატონ ელმირა (დოდო) ჩხიკვაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

ელმირა (დოდო) ჩხიკვაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის დამფუძნებელი ელმირა ჩხიკვაძე ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა თავისი აქტიურობით, 1946 და 1947 წლებში მონაწილეობდა, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრი საკავშირო ფიზკულტურის აღლუმებში ქ. მოსკოვში. იგი 1948 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. ამავდროულად, 1951-1953 წლებში მუშაობდა კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილედ. 1953 წელს დაამთავრა ინსტიტუტი და 1954-1956 წლებში მუშაობდა ავჭალის შამპანური ღვინოების ქარხანაში საამქროს უფროსად. 1956 წლიდან ისევ პოლიტექნიკურ ინსტიტუტშია ელექტროქიმიის კათედრის ასისტენტად და კვლავ ირჩევენ კომკავშირის კომიტეტის პირველ მდივნად. 1957 წ. მივლინებული იყო მოსკოვის ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე ინსტიტუტის ჯაზ-ორკესტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელად, სადაც მათ ოქროს, ვერცხლის მედლები და მსოფლიოს ლაურეატის წოდება მოიპოვეს. 1959-1968 წლებში ე. ჩხიკვაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში მოღვაწეობს. 1968 წელს იცავს საკანდიდატო დისერტაციას და ამავე წლიდან დღემდე თავის პროფესიულ საქმიანობას სტუ-ს ელექტროქიმიის ინჟინერინგის კათედრას უკავშირებს პროფესორის რანგში. ამჟამად სტუ-ს ემერეტუსია. 1970-1980 წლებში იყო ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე; 1980-1993 წლებში სტუ-ს დიდი სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. გამოქვეყნებული აქვს 46 სამეცნიერო და მეთოდური ნაშრომი, 5 სახელმძღვანელო. დაჯილდოებულია პ. მელიქიშვილის სახელობის საიუბილეო მედლით, ღირსების ორდენით და ვარშავის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიდი მედლით. 1974 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა სტუ-ს ქალთა საბჭო (შემდგომში ქალთა ასოციაცია). იგი მისი უცვლელი ხელმძღვანელი იყო რამდენიმე ათეული წელი, 2003 წლიდან კი ამ ორგანიზაციის თანათავმჯდომარეა.

ღონისძიება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა და დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა.

„მაქვს პატივი მივესალმო ქალბატონ დოდოს და ვუთხრა - ძალიან მიყვარხართ ქალბატონო დოდო. ჩვენ, „გეპეელები“ ვსაუბრობთ ახალგაზრდებთან და ვუყვებით რა არის ტრადიცია, დღეს სწორედ ერთ-ერთ ტრადიციას ვხვდებით. ქალბატონი დოდო არ არის გუშინდელი დღე, ეს არის ხვალინდელი დღე. მთავარია, რომ ის იმ სიმდიდრის და ბედნიერების მატარებელია რასაც წარსული ჰქვია. დღეს აქ შერწყმულია ყველაფერი, ქალბატონი დოდო არის ადამიანი, რომელიც იყო დეკანი, არის საპატიო პროფესორი, რომელიც ჩვენი ცნობილი ჯაზბენდის ხელმძღვანელიც კი, იყო და ამავე დროს იყო ძალიან წარმატებული მეცნიერი. პროფესორმა მამუკა მაცაბერიძემ მითხრა, ქალბატონი დოდო ჩემი დეკანი იყო და ძალიან კარგად მახსოვს, ყველას გვიცნობდა სახეზე და ყველას სათითაოდ დაგვდევდა. დილაუთენია დაადგებოდა ახალგაზრდებს საერთო საცხოვრებელში - რიდი, რომელიც მის მიმართ ჰქონდათ სტუდენტებს დიდ სიყვარულში გადაიზარდა. ქალბატონო დოდო, სანამ ხართ თქვენ, მანამდე ჩვენ ვართ ბავშვები, ძალიან მინდა დიდხანს ვიყო ბავშვი, ამიტომ ძალიან დიდხანს უნდა იყოს ჩვენს გვერდით, იყოთ ჩვენი მასწავლებელი. თქვენ დიდი მისია გაკისრიათ, თქვენ ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ დღეს“ - აღნიშნა არჩილ ფრანგიშვილმა.

ქიმიური ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ამ ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნაზიბროლა კუციავამ საზოგადოებას წიგნი „ქალთა ასოციაციის სადაგი დღეები“გააცნო. მან ქალბატონი დოდოს საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე ისაუბრა. 2019 წ. საქართველოს ქალთა ასოციაციას მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, პირველი საპატიო ორდენი გადაეცა ქალბატონ ელმირა ჩხიკვაძეს.

იუბილარს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნუგზარ წერეთელმა, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, თსუ-ს არაორგანულ ნივთიერებათა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პრფესორმა თინათინ ჭიჭინაძემ, „სოკარ-ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ, ქ-ნი დოდოს ყოფილმა სტუდენტმა, კოლეგებმა, ყოფილმა ასპირანტებმა და სტუდენტებმა.

„პატივად მიმაჩნია ჩემი მოკრძელებული შრომის დაფასება, უღრმესი მადლობა ჩვენი სახელოვანი უნივერსიტეტის რექტორატს და პირადად რექტორს, აკადემიკოს არჩილ ფრანგისვილს. ის ხომ უდიდესი მეცნიერის ივერი ფრანგისვილის შვილია და მისი შრომის გამგრძობი. მადლობა ყველას ვინც ეს საღამო მოაწყო, ვინც ესოდენ თბილი სიტყვებით“ - აღნიშნა პროფესორმა დოდო ჩხიკვაძემ. ღონისძიება კონცერტით დასრულდა. ასევე აღსანიშნავია, რომ სტუ-ს ქალთა ასოციაციის 45 წლისთავი, სწორედ მისი დამაარსებლისა და ამჟამად საპატიო თავმჯდომარის, დოდო ჩხიკვაძის საიუბილეო თარიღს დაემთხვა.