მთავარი    დეპარტამენტი    ისტორია     მუზეუმი     კურსები     მეცნიერება     წიგნები     სწავლება     პრაქტიკა

გეოლოგია-პალეონტოლოგიის მუზეუმი

 

 

 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის და პალეონტოლოგიის კათედრა დაარსდა 1941 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლო­გი­­რი კათედრის ბაზაზე.   ამ პერიოდში კათედრას არ გააჩნდა ინვენტარი, კო­ლექ­­ციები და სხვა მასალა, რაც საჭირო იყო სასწავლო პროცესის და კვლევითი მუ­aობის ჩასატარებლად. იყო მხოლოდ ერთი ოთახი, სადაც ტარდებოდა ლექციები და იკ­რი­ბებოდნენ თანამშრომლები.

ძირითადი მატერიალური ბაზის შექმნა იწყება 1953 წლიდან, როდესაც პოლიტექ­ნი­კური ინსტიტუტის ახალ შენობაში კათeდრას გამოეყო სათaნადო ფარ­თო­ბი.

მუზეუმi, რომლის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის კათედრის გამგეს,  პროფ. გ. ხარატიშვილს (1905-1981), დამსახურებულად ატარებს მის სახელს. იგი შე­ი­ქ­მნა განამარხებული ორგანიზმების, მინერალების, ქანების კო­ლექ­ცი­ების და სხვა მა­სა­ლის დაგროვების, შესწავლის და სისტემატიზაციის შედეგად. მა­სა­ლის შეგროვება ხდე­ბოდა, ძირითადად,  კათედრის თანამშრომლების საველე სა­მუ­შაოების და სას­წა­ვ­ლო-გეოლოგიური პრაქტიკების ჩატარების დროს. კათედრა გეოლოგიურ პრაქტიკებს ატარებდა არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ ყოფილი სა­ბ­ჭოთა კავშირის გეოლოგიურად საინტერესო სხვადასხვა რეგიონში (სომხეთი, აზე­რ­ბაი­ჯანი, ცენტრალური აზია, ურალი, ციმბირი, ბალტიისპირეთი, რუ­­სეთის ვაკე, უკ­რა­ინა, ყირიმი, ჩრდილოეთ კავკასია და სხვ.).

მუზეუმი ფართოვდებოდა მასალის  დაგროვებასთან ერთად, რომელიც სათანა­დოდ მოწმდებოდა, მუშავდებოდა, თანდათან  იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. ამგ­ვა­­რად შეიქმნა  უნიკალური სასწავლო მუზეუმი, სადაც გამოფენილი ძირითადი თე­მატური მასალა  ასახავს დედამიწის აგებულებისა  და განვითარების ისტორიას. მუ­ზეუმს გააჩნია მდიდარი ფონდები, რომელსაც დიდი სამეცნიერო და სასწავლო მნი­შვ­ნელობა აქვს. მის საცავებში ინახება ათასობით ქანის, ნამარხის და მინერალის ნიმუში. მუზეუმში გამოფენილია აგრეთვე გეოლოგიური ჭრილების ამსახველი მა­სა­ლა, პანოები, მაკეტები, ნამარხი ორგანიზმების მულიაჟები, სურათები, გამოჩე­ნილ მეც­ნიერთა პორტრეტები, ძველი ლანდშაფტების სქემები, რუკები, განმარტები­თი ტექ­სტები, რომლებიც სტუდენტებს მასალის ათვისებაში ეხმარება.

მუზეუმის შესასვლელთან, კედელზე კიდია მამონტის ეშვის მაკეტი, რომელიც კა­­­თედ­რის ყოფილი თანამშრომლის პ. პეტროვის მიერაა შესრულებული (მის მიერვე არის შესრულებული მუზეუმში არსებული მაკეტებისა და სურათების უმრავლესო­ბა).

მუზეუმის ექსპონატები, თემატიკის შესაბამისად, სამ ვრცელ დარბაზშია განთავ­სე­ბული.

 

პირველი დარბაზი  დინამიკური გეოლოგიის განყოფილებას უჭირავს.

აქ გამოფენილი მასალა ასახავს დედამიწის აგებულებას და გეოლოგიურ პრო­ცე­სებს, რომლებიც ქმნიან დედამიწის ქერქის თანამედროვე სახეს, რაც ქანების და მი­ნერალების სათანადო კოლექციებით არის წარმოდგენილი.

ამავე დარბაზში გამოფენილია  ვულკან ვეზუვის მოქმედების ფერადი მაკეტი, სა­ქარ­თველოს გეოლოგიური რუკა. კედლებზე კიდია ფერადი სურათები და პლა­კა­ტე­ბი, რომლებზედაც გამოსახულია ქარის მოქმედებით  და გამოფიტვის შედეგად წარ­მო­ქმნილი რელიეფის ფორმები, მიწიქვეშა წყლების, ზღვების, მდინარეების, მყინ­ვა­რების  გეოლოგიური მოქმედება, გეიზერები იელოუსტონის ნაციონალური პარკი­დან  (ჩრდილო ამერიკა) და სხვ.

 

                დარბაზის საერთო ხედი

                 დარბაზის საერთო ხედი

                  წყლის მოქმედება კირქვაზე

                 დარბაზის საერთო ხედი

                         კვარცის დრუზა

          სტალაქტიტები და სტალაგმიტები

              სვეტური განწევრება თიხაზე

                      ვულკანური ყუმბარა

     

 

    მეორე  დარბაზი  ეთმობა პალეონტოლოგიისა და ისტორიული გეოლოგიის განყოფილებას.

აქ  წარმოდგენილია მდიდარი პალეონტოლოგიური და გეოლოგიური ექს­პონა­ტები (თანამედროვე და ნამარხი ორგანიზმების კოლექციები, მაკეტები, წარსული გეო- ლო­­გიური ეპოქების რეკონსტრუქციები, ქანების ნიმუშები და სხვ.), რომლებიც თვალნათლივ ასახავენ  დედამიწის ქერქის და სიცოცხლის განვითარების ისტორიას. მნახველი რწმუნდება, თუ როგორი გრანდიოზული გეოლოგიური პროცესები მოქ­მე­დებდა და მოქმედებს ჩვენ პლანეტაზე და რა დიდი დრო გასულა დედამიწისა და პირველი მარტივი ორგანიზმების წარმოშობის შემდეგ, რომ ბუნებაში ყველაფერი ჩნდება, ვითარდება და იცვლება კანონზომიერად. განვითარების  პროცესში  პრიმი­ტი­ული ორგანიზმებიდან  რთული  და მრავალფეროვანი არსებები ვითარდებიან;  ყვე­ლაფერი მოძრაობაშია, ვითარდება, კვდება და ადგილს უთმობა ახალს.

დარბაზის ცენტრალურ ნაწილში კარადების ორი მწკრივია (პალეონტოლო­გი­ური ნაწი­ლი), სადაც გამოფენილია სისტემატიკის მიხედვით დალაგებული უხერხემ­ლო­თა ნიმუშები (უმარტივესნი, ღრუბლები, ნაწლავღრუიანები, მხართფეხიანები, კანეკ­ლიანები, მოლუსკები და სხვა), კედლებთან კი ქრონოლოგიური თანამიმ­დევ­რო­ბით განლაგებულია დედამიწის გეოლოგიური განვითარების ამსახველი მასალა.

დარბაზის შესასვლელში, მარჯვენა მხარეს, კედელთან გამოფენილია თანამედ­­რო­­ვე ფა­უნის კოლექცია. აქ წარმოდგენილი საკმაოდ მდიდარი და საინტერესო მა­სა­ლა ჩამოტანილია ჩვენი პლა­ნე­­ტის სხვადასხვა ადგილიდან როგორც კა­თედრის წევ­რე­ბის, ასევე ყოფილი სტუ­დენ­ტე­ბის მიერ.

 

                დარბაზის საერთო ხედი

                 დარბაზის საერთო ხედი

დარბაზის საერთო ხედი

ადრეცარცული ამონიტი

                       მახინჯი ამონიტი

                ბელემნიტის რეკონსტრუქცია

                 

           ორსაგდულიანის რეკონსტრუქცია

                     ტრილობიტის მოდელი

განხვეული ამონიტი

ბელემნიტის ნიჟარის მაკეტი

 

 

მესამე დარბაზში ხეხემლიანთა განყოფილება არის მოთავსებული.

ხერხემლიანების განამარხებული ნაშთები მოიპოვება ზღვიურ და კონტინენ­ტ­ურ ნალექებში, თუმცა გაცილებით იშვიათად, ვიდრე უხერხემლოთა ნაშთები. ზღვი­­ურ ნა­ლე­ქე­ბ­ში, ჩვეულებრივ, გვხვდება ხერხემლიანთა ჩონჩხის მხოლოდ ფრაგ­მენ­ტე­ბი. კონტინენტურ წარ­მონაქმნებში ცნობილია  დიდი რაოდენობის ნამარხი ხერ­ხე­მ­ლიანების ადგილსაპოვრები (ჩრდილოეთი დვინა, ყაზახეთი, მონღოლეთი, ჩრდი­ლო ამერიკა, საფრანგეთი). ეს მასალა მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში ინახება.

დარბაზში გამოფენილი მასალა ძირითადად მოდელებით, პანოებით, სურა­თე­ბით, ასლებით და მაკეტებით არის წარმოდგენილი. აქ შეიძლება გავეცნოთ მარ­ტო­­ქე­­ბის ერთ-ერთ უძველეს წარმომადგენელს ინდრიკოთერიუმს, იურულ მფრი­ნავ ქვე­წა­რმავალს რამფორინხუსს, მამონტის და ვეშაპის კბილებს, ცარცული ასაკის მტა­ცე­ბელ დინოზავრს ტირანოზავრს, თანამედროვე ფრინველების გვიან­იურულ წი­ნაპარს არ­­ქეო­პტერიქსს, მონღოლეთში აღმოჩენილ ტარბოზაურუსს, დია­ტო­მიტებს ქი­სა­თი­ბი­­დან, რომლებზეც კარგად არის დაცული თევზებისა და ბაყა­ყების  სკელეტის აღ­ნა­ბეჭდები, პლიოცენურ გიგანტურ ირემს, დიპლოდოკებს, ხმალკბი­ლიანებს, მაჯაფარ­­ლიანებს, გვარ ლატიმერიას და სხვა საინტერესო მასა­ლას.

საყურადღებოა გამოფენილი მასალა, რომელიც ადამიანის წარმოშობის საკით-

ხებს ეხება (ორი პანო: ქვის ხანის ადამიანების ცხოვრების ნირი, კრომანიონელები, ბი­­­­ჭუნა-ნეანდერტალელი, კარადაში - არქეოლოგიური მასალა, უდაბნოპითეკი,

აუს­­­ტრალოპითეკი და სხვ.). დიდ შუშის ვიტრინაშია შიმპანზეს, პიTეკანთროპის,

სი­­­­­ნანთროპის, ჰაიდელბერგელი ადამიანის თავის ქალა, ქვედა ყბა. კედელზე ჰკიდია დი­­­დი ფერადი სურათები (პერმული ლანდშაფტი პარეიაზავრით და  ინოსტრანცე­ვი­ა­თი, ცარცული ასაკის ზაუროლოფუსით და სხვ.), აგრეთვე კარბონული მწერის მო­დე­ლი.

მუზეუმში  დაცულია მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მასალაც. 

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქ­ტო­რანტების გარდა, მუზეუმი დიდ დახმარებას უწევს ყველას, ვინც დაინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია როგორც გეოლოგიით, ასევე სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების საკით­ხე­­ბით. ამის დასტურია მრავალრიცხოვანი ჩანაწერი მუზეუმის ჟურნალში.

 

 

 

 

 

დარბაზის საერთო ხედი

დარბაზის საერთო ხედი

რამფორინხუსი

ინოსტრანცევია და პარეიაზავრი

           გიგანტური ციმბირული ირემი

                             ლატიმერია

                         ინოსტრანცევია

                          ტირანოზავრი

 

 

           ნამარხი არქეოპტერიქსის მაკეტი

           არქეოპტერიქსის რეკონსტრუქცია

        ხმალკბილა ვეფხვის რეკონსტრუქცია

    ხმალკბილა ვეფხვის თავის ქალას მაკეტი