მთავარი    დეპარტამენტი    ისტორია     მუზეუმი     კურსები     მეცნიერება     წიგნები     სწავლება     პრაქტიკა     კონფერენცია

 

მ უ ზ ე უ მ ი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში გეოლოგიური პროფილის სამი მუზეუმია: I - წიაღისეულის საბადოების; II -  გეოლოგიის და პალეონტოლოგიის; III - მინერალოგიის და პეტროგრაფიის, რომლებიც თავის ფუნქციონალური დანიშნულებით სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას წარმოადგენენ, რომლებიც არა მარტო ფართო პროპაგანდას უწევენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების მინერალებს, ქანებს, მადნებს და პალეონტოლოგიურ ექსპონატებს, არამედ ასევე შეუზღუდავად მიაწვდიან კოლექციონერებსა და დაინტერესებულ პირებს  სრულფასოვან ინფორმაციას ეროვნული და მსოფლიო თვალსაჩინო გეოლოგიური ექსპონატების შესახებ.

მუზეუმებში, პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად რეგულარულად ტარდება ექსკურსიები და სემინარები სტუდენტებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის.

აქ წამოდგენილია საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში გეოლოგთა მრავალი თაობის მიერ შეგროვილი მადნების, მინერალების, ქანების უნიკალური ნიმუშები და პალეონტოლოგიური მასალა, რომლებიც თავისი ორიგინალობით, მრავალფეროვნებით და წარმომადგენლობით ტოლს არ უდებენ სხვა ქვეყნების მუზეუმებში დაცულ ექსპონატებს.