საბადოების გეოლოგიისა და ძიების მიმართულება



სასწავლო პროცესი

 

მიმართულების პესონალს სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის ოთხივე დეპარტამენტის დიპლომირებულ სპეცალისტებთან, ბაკალავრებთან და მაგისტრანტებთან მიჰყავს 28  დისციპლინა, რომლებიც შემდეგნაირად ნაწილდება:

დიპლომირებული სპეციალისტები:

ა) გამოყენებითი გეოლოგია;

ბ) წიაღისეულის საბადოების წარმოშობის პროცესები;

გ) წიაღისეულის საბადოების ძებნა–ძიების პრინციპები და მეთოდები;

დ) დასინჯვა და დოკუმენტაცია გეოლოგიური სამუშაოების დროს;

ე) სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგია და ძიება;

ვ) სტრიქტურული გეოლოგიის მეთოდები.

ბაკალავრიატი:

ა) ტექტონიკა (სტრუქტურული გეოლოგია და გეოკარტირება, გეოტექტონიკა და გეოდინამიკა);

ბ) მინერაგრაფია;

გ) სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგია ( საბადოების წარმოშობის პირობები, მეტალური საბადოების სამრეწველო ტიპები, არამეტალური საბადოების სამრეწველო ტიპები);

დ) წიაღისეულის საბადოების ძებნა–ძიება;

ე)  სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარაგების ანგარიში;

ვ) მათემატიკური მოდელირება გეოლოგიაში.

მაგისტრატურა:

მაგისტრატურის ორი სპეციალიზაციისათვის ისწავლება შემდეგი დისციპლინები:

I. გეოლოგიური აგეგმვა და საბადოების ძებნა (პროგრამის ხელმძღვანელი ასოც.პროფ. დ.ბლუაშვილი):

ა) მიწის ქერქის სტრუქტურული თავისებურებები და ტექტონიკური ელემენტების წარმოშობის მექანიზმი;

ბ) ძებნა–ძიების ძირითადი პრინციპები;

გ) საბადოების წარმოშობისა და სივრცეში განაწილების კანონზომიერებები;

დ) ძველი და ახალი გეოტექტონიკური პარადიგმები;

ე) მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარაგების ანგარიში და სამრეწველო–ეკონომიკური შეფასება;

ვ) მადნიანი ტერიტორიების აგეგმვა და აეროფოტოდეშიფრირება;

ზ) მადნიანი ველებისა და საბადოების სტრუქტურული კვლევის თანამედროვე მეთოდები და გამადნების პროგნოზირების საფუძველბი (დისტანციური ზონდირებით);

თ) ძებნის გეოქიმიური მეთოდები;

ი) მადნების კვლევის ლაბორატორიული მეთოდები.

II საბადოების გეოლოგია და ძიება, მინერალური რესურსები (პროგრამის ხელმძღვანელი სრული პროფესორი ნ.ქაჯაია):

ა) მიწის ქერქის სტრუქტურული თავისებურებები და ტექტონიკური ელემენტების წარმოშობის მექანიზმი;

ბ) ძებნა–ძიების ძირითადი პრინციპები;

გ) საბადოების წარმოშობისა და სივრცეში განაწილების კანონზომიერებები;

დ) დასინჯვა და დოკუმენტაცია გეოლოგიური სამუშაოების დროს;

ე) ძველი და ახალი გეოტექტონიკური პარადიგმები;

ვ) წიაღისეულის საბადოების მარაგების ანგარიში და სამრეწველო–ეკონომიკური შეფასება;

ზ) კაუსტობიოლითები;

თ) სამთო წარმოების გეოლოგიური მომსახურება;

ი) საქართველოს მინერალური რესურსების სამრეწველო ტიპები და მათი რაციონალური გამოყენება.

მიმართულების თანამშრომლების მიერ შექმნილია სახელმძღვანელოები, დამხმარე სასხელმძღვანელოები, მეთოდური მითითებები და ლექციების კურსის ელექტრონული ვერსიები:

ა) ე.გამყრელიძე და სხვ. – სტურქტურული გეოლოგიის მეთოდები;

ბ) ვ.რ. ნადირაძე – მინერაგრაფია;

გ) მ.ნ. ჯაფარიძე – მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგია;

დ) მ.ნ. ჯაფარიძე – მოქმედი სამთო საწარმოების გეოლოგიური მომსახურება;

ე) ნ.აბაკელია, ნ.გაბაშვილი, ზ.ოთხმეზური – მადნეული მინერალების კვლევა არეკლილ სინათლეში;

ვ) ვ.ბატალოვი, ნ.ქაჯაია – სასარგებლო ნამარხების ძებნის მეთოდები (ფრანგულ ენაზე);

ზ) ნ. ქაჯაია, ლ.რემიში – მარაგების ანგერიშის მეთოდები (ფრანგულ ენაზე);

თ) ნ.ქაჯაია – მყარი სასარგებლო წიაღისეულის მარაგები და მათი ანგარიშის საფუძვლები;

ი) გ მაღალაშვილი – არალითონური სასარგებლო წიაღისეული საბადოების სამრეწველო ტიპები;

თ) ნ.აბაკელია, ნ.მეფარიშვილი – მყარი საწვავი სასარგებლო წიაღისეულის (კაუსტობიოლითების) კვლევის მეთოდები.

გარდა ამისა, ვ.გელეიშვილის, ზ.ოთხმეზურისა და ნ.პატარიძის ავტორობით გამოიცა მეთოდური მითითება სასწავლო საველე პრაქტიკის ჩასატარებლად საბადოების გეოლოგიაში. მ.მ. ჯაფარიძემ გამოსცა მეთოდური მითითება მადნეული ველებისა და საბადოების სტრუქტურებში.

ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების არ არსებობის გამო მიმართულების თანამშრომლების მიერ შექმნილია ლექციების კურსის ელექტრონული ვერსიები დისციპლინებში: გეოტექტონიკა, გეოკარტირება, საბადოების წარმოშობისა და სივრცეში განაწილების კანონზომიერებები, სასარგებლო წიაღისეულის ძებნა–ძიების ძირითადი პრინციპები.

ბაკალავრიატის II და III კურსებზე ყოველ ზაფხულს ტარდება ორ–ორ კვირიანი სასწავლო საველე პრაქტიკები ბოლნისის, მარნეულისა და ადიგენის რაიონებში. ამ პრაქტიკებზე სტუდენტები ეცნობიან ახალგაზრდა ვულკანურ წარმონაქმნებს, ხრამის მასივის კრისტალურ ქანებს, მეწყრული ტბის ნალექებს, სასარგებლო მინერალიზაციის გამოვლინებებს, მადნეულისა და საყდრისის კარიერებს, სარკინეთისა და ფოლადაურის რკინის მინერალიზაციას, სპილენძ–პოლიმეტალური მადნებისა და ოქროს მამდიდრებელი ფაბრიკების საქმიანობას და საქართველოს ამ რეგიონის ისტორიულ ძეგლებს, მათ შორის დმანისის ნაქალაქარს და ეთნოგრაფიულ მუზეუმს.