დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

მასობრივი კომუნიკაციის, ეკონომიკის, სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები) სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება  არ მოეთხოვებათ.

თეოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა გაიაროს ტესტირება სტუ-ის საგამოცდო ცენტრში.

ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტისადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ის ტესტირების ცენტრში ერთ-ერთ უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).

აგრარული ტექნოლოგიების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ინგლისური  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ს საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი პროგრამა) გამოცდის ჩაბარება ან სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ.

       აგრარული ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური ან რუსული) ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვს უცხოენოვანი პროგრამა) გამოცდის ჩაბარება და სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვება.

სატყეო საქმის, საგზაო ინჟინერიის, მეცხოველეობის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა ჩააბარონ  გამოცდა ერთ-ერთ უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) სტუ-ის საგამოცდო ცენტრში.     

      სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური და რუსული) ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნდა ჩააბარონ გამოცდა ინგლისურ და რუსულ ენებში სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი პროგრამა) გამოცდის ჩაბარება ან სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ.

     სამხედრო ინჟინერიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა   საფაკულტეტო დროებით კომისიასთან გასაუბრების დროს უნდა შესძლონ ერთ-ერთ უცხო ენაზე (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგული, რუსული) ტექსტის წაკითხვა და თარგმნა სამხედრო საინჟინრო ან სამხედრო ტექნიკურ დარგში.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ. საგამოცდო ტესტების ნიმუშები უცხო ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)

ბანერები