ფაკულტეტი-სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი

ყველა სიახლე

       მემორანდუმი სტუ-ს და წიაღის ეროვნულ სააგენტოს შორის

   

  18 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა შორის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუ-ს რექტორი აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი ქ-ნი მაია ზავრიშვილი.
     შეხვედრაზე განხიხილეს საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების პერსპექტივები და აღნიშნული პროფილით ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.
  ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობას ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებთ; თანამშრომლობას კვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადების კუთხით და სტუდენტთა თანამედროვე პროგრამებით მომზადებისა და კვალიფიციის ამაღლების მიმართულებით, ასევე ხელშეწყობას სახელმძღვანელოების, სამეცნიერო შრომების, კრებულებისა და მონოგრაფიების გამოცემასა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაში, სტუდენტთა სტაჟირებას და წიაღის ეროვნული სააგენტოს საფონდო და ელექტრონული მასალების კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაციის მიღებას. 

      

 

20 მარტს განათლების ხარისხის განვთარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია მიანიჭა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამ პროფესიულ მოდულურ პროგრამას: ,,სამთო ტექნიკოსი“; ,,სამთო ელექტრომექანიკოსი“ და ,,მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი“. აღნიშნულ პროგრამებზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიგეგმა სტუდენტთა მიღება. 


19 მარტს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე შედგა შეხვედრა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისა და ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირებაზე მომუშავე ჯგუფს შორის. შეხვედრაზე რომელმაც საქმიან ვითარებაში ჩაირა განხილული იქნა სამთო და გეოინჟინერიის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის პროგრამები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და პროგრამებში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული დამსაქმებლის ინტერესები.

  


სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის წარმატება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში


    სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და რ. დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის ერთობლივმა პროექტმა „ვიბრაციული ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირება და ახალი, მაღალეფექტური მანქანების დაპროექტება“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ვ. ზვიადაური) გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში.
     პროექტის პრობლემატიკა დაკავშირებულია ფხვიერი მასალების ვიბრაციული ტექნოლოგიური პროცესების კვლევასა და ახალი მანქანების დაპროექტებასთან, რაც ხელს შეუწყობს სამთო ქანების გადამუშავება-გამდიდრების და სხვა ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებას.

   


სახელმწიფო დაფინანსება ბაკალავრიატის სამთო და გეოინჟინერიის
პროგრამის სტუდენტებისათვის

   პირველად მიმდინარე სასწავლო წელს აბიტურიენტები, რომლებიც აირჩევენ სამთო და გეოინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამას სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალობის 70 სტუდენტს ექნება საშუალება უმაღლესი განათლება უფასოდ მიიღოს. იმის  გათვალისწინებით, რომ საქართველოში 1000-ზე მეტი საწარმოა, რომელიც წიაღისეულის მოპოვებას და გადამუშავებას ახორციელებს, კურსდამთავრებულებს დასაქმების ჩინებული საშუალება ექნებათ. მით უმეტეს, რომ ეს საწარმოები სამთო და საინჟინრო გეოლოგიური პროფილის ახალგაზრდა სპეციალისტების დეფიციტს განიცდიან. 

 განაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამთო და გეოლოგიური დარგების აღორძინებისათვის, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარია. 


2017/18 სასწავლო წლისათვის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 6  სადოქტორო  პროგრამაზე
  წარმოდგენილი სადისერტაციო სავარაუდო თემები






საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგეტნტი ფაკულტეტების მიხედვით

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლისათვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტი ფაკულტეტების მიხედვით