VIII საერთაშორისო სემინარი "წარსულის სახეები"

VIII საერთაშორისო სემინარი "წარსულის სახეები"

09-10-2018 11-16 სექტემბერს, ერევანში (სომხეთი) გაიმართა მე-8 საერთაშორისო სემინარი "წარსულის სახეები", სადაც მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მიწვეული იყო სტუ-ის პედაგოგი და მკვლევარი, ქიმიის დოქტორი თამარ გაგნიძე.

სემინარი ხელნაწერი და ბეჭდური ისტორიული მემკვიდრეობის შენახვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის სფეროში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებასა და მიღებულ შედეგებს მიეძღვნა.

აღსანიშნავია, რომ ქაღალდსაფუძვლიანი ისტორიული დოკუმენტების გარეცხვა-ნეიტრალიზაციის ტექნოლოგიურმა სქემამ, რომელიც თამარ გაგნიძემ საერთაშორისო სემინარის მონაწილეებს გააცნო, დიდი ინტერესი გამოიწვია. საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი რამდენიმე წელია სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ხელნაწერი და საარქივო ფონდების რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებით ეწევა და ის არაერთი საერთაშორისო კონფერენციისა თუ სემინარის მონაწილე და სამეცნიერო სტატიის ავტორია.

სემინარზე აღნიშნულ იქნა სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დაინტერესება და ხელშეწყობა ისტორიული მემკვიდრეობის შენახვა-დაცვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებით სამეცნიერო კვლევების განხორციელების
საქმეში.

სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება