სტუ-ის ლიეტუვას ენისა და კულტურის ცენტრში ლიეტუვური ენის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

სტუ-ის ლიეტუვას ენისა და კულტურის ცენტრში ლიეტუვური ენის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

15-10-2019

15 ოქტომბრიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვას ენისა და კულტურის ცენტრში ლიეტუვური ენის შესწავლის მსურველთა  რეგისტრაცია დაიწყო. სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შესწავლა უფასოა. 

ლიეტუვას ენისა და კულტურის ცენტრის საუკეთესო სტუდენტებს საშუალება აქვთ უფასოდ გაემგზავრონ ლიეტუვაში და ლიეტუვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროკავშირის პროექტებით სტიპენდიები  მიიღონ. 

ეს შეიძლება იყოს:

  1. ლიეტუვური ენის საზაფხულო კურსები ლიეტუვაში (ივლისი-აგვისტო);

  2. 1-2 კვირიანი საგანმანათლებლო გაცნობითი ხასიათის პროგრამა ლიეტუვაში;

  3. ერთსემესტრიანი სწავლება სპეციალობით ლიეტუვას უნივერსიტეტებში;

  4. ლიეტუვური ენის ერთსემესტრიანი შესწავლა ლიეტუვას უნივერსი

ტეტებში. გაცემული სტიპენდია შეადგენს - 570 ევროს ყოველთვიურად.

სტუდენტებს, რომლებიც შეისწავლიან ლიეტუვურ ენას, შესაძლებლობა აქვთ ლიეტუვას უნივერსიტეტებში მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლა უფასოდ გააგრძელონ და ლიეტუვას სახელმწიფო სტიპენდიის მიღების პრედენდენტები გახდნენ. 

მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა გაიარონ რეგისტრაცია და  საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრონ.

გარდა ამისა, მსურველები უნდა  დარეგისტრირდნენ ახალ დახურულ  ჯგუფში, რომელიც გამიზნულია მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც სურთ ლიეტუვური ენის შესწავლა.  ჯგუფის ელექტრონული მისამართია:

https://www.facebook.com/groups/388129515225716.

  • პრიორიტეტი მიენიჭებათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის 1, 2 ან 3 კურსის სტუდენტებს.
  • ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი მდებარეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-10 კორპუსში, მე-2 სართული (მისამართი - საბურთალო, კოსტავას ქუჩა N69;  მთავარი შესასვლელი მე-10 კორპუსში  მე-2 კორპუსის გავლით). ლიეტუვური ენის ლექციები  კვირაში ორჯერ, შუადღეს და საღამოს ტარდება.  ლექციები კონკრეტული გრაფიკით შედგება.
ახალი ჯგუფის სტუდენტებისთვის რეგისტრაცია გაიმართება  შემდეგი გრაფიკით:  

  • სამშაბათი (15 ოქტომბერი) 15.00-19.00;

  • ოთხშაბათი (16 ოქტომბერი) 12.00-19.00;

  • ხუთშაბათი (17 ოქტომბერი) 12.00-19.00;

  • პარასკევი (18 ოქტომბერი) 15.00-18.00;

  • ორშაბათი (21 ოქტომბერი) 13.00-19.00;

  • სამშაბათი (22 ოქტომბერი) 12.00-17.00.

ლიეტუვური ენის შესწავლის მსურველმა  ცენტრში  უნდა გაიაროს რეგისტრაცია და თან უნდა იქონიონ  2 დოკუმენტი: პასპორტი (ან პირადობის მოწმობა) და სტუდენტის ცნობა.

 

სიახლეებში დაბრუნება