სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და გენდერი” გაიმართება

სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და გენდერი” გაიმართება

16-10-2019

28 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  თემაზე -  მსოფლიო და გენდერი  გაიმართება. 

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული 

კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ სექციებში:

  1. ქალი და პოლიტიკა;

  2. გენდერული თანასწორობა და კანონმდებლობა;

  3. გენდერი: პარადიგმები და დილემები. 

კონფერენციაზე მუშაობის ფორმები:

  • მოხსენებით გამოსვლა;

  • დაუსწრებელი მონაწილეობა (სკაიპით ჩართვა).

კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დასრულების შემდეგ. 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი (სტატია) უნდა გადააგზავნონ 2019 წლის 2 ნოემბრამდე,  ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: kipianimaia@gmail.com, პროფესორ მაია ყიფიანის სახელზე. 

აბსტრაქტის  წარდგენის ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი 

აბსტრაქტის სტანდარტები - არაუმეტეს 300 სიტყვისა, უნდა შეესაბამებოდეს  კონფერენციის თემატიკას, ავტორის(ების) სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი და აკადემიური სტატუსი, აგრეთვე 5-7 საკვანძო სიტყვა. აბსტრაქტი უნდა ასახავდეს თემის რელევანტულობას, მნიშვნელობას, ორიგინალურობას და კვლევის მეთოდებს. აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. ყველა წარდგენილი აბსტრაქტი იქნება განხილული  კონფერენციის სარედაქციო კომიტეტის წევრების მიერ. 

შერჩეული თემების ავტორებს შეტყობინება გადაეგზავნებათ  25 ოქტომბრამდე. 

მოთხოვნა:

სტატია გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით Microsoft Word –ის ფორმატით თქვენთვის სასურველ ენაზე. ქართულ და რუსულ  ენებზე. წარმოდგენილ სტატიას უნდა ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 200 სიტყვისა. 

სტატიის   მოცულობა – არაუმეტეს 7 გვერდისა 

შრიფტი (ფონტი)— Times New Roman, 12pt (ინგლისური და რუსული ენებისთვის),  AcadNusx 12 pt (ქართული ენისთვის).

მინდორი (Margins) — ზედა -  2 სმ,  ქვედა - 2,5 სმ, მარცხნივ -  3 სმ, მარჯვნივ -  2 სმ.

 

სიახლეებში დაბრუნება