საჯარო ლექცია „საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია“

06-12-2017 27 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში  ჩატარდა კომპიუტერული მეცნიერებების და აუდიო ტექნოლოგიების სპეციალისტის, ინგლისელი პოლ ქვერელის საჯარო ლექცია „საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია“ - "Understanding SEO" ( SEO - Search Engine Optimization).

აღსანიშნავია, რომ პოლ ქვერელი დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტისა და ანგლია რასკინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებელია და  დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის წაიკითხავს სასწავლო კურსებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ვებდიზაინი, შესავალი კომპიუტერულ პროგრამირებაში, კომპიუტერული თმაშების დიზაინი და მობილური აპლიკაციები.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები