ნორვეგიის მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსტიტეტის სამაგისტრო პროგრამა

07-12-2017 ჰიდროტექნიკური ნაგებობების და ჰესების მშენებლობის სპეციალობის ბაკალავრებს და მაგისტრებს საშუალება აქვთ სამაგისტრო პროგრამა გაიარონ ნორვეგიის მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსტიტეტში - Norwegian University of Science and Technology (NTNU).

სწავლის ხანგრძლივობა არის 2 წელია. სწავლა წარმოებს ინგლისურ ენაზე. 
ინგლისური ენის ცოდნის დასადასტურებლად მოითხოვება ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი ტესტების სერტიფიკატი:
• TOEFL  არანაკლებ 600/90 ქულა
• IELTS  არა ნაკლებ  6.5 ქულა
• APIEL  არანაკლებ  3 ქულა

ნორვეგიაში სწავლის, მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად ფარავს ნორვეგიის მთავრობის მიერ გამოყოფილი სასწავლო გრანტი.
დაინტერესებულმა პირებმა სსაპლიკაციო განაცხადები უნდა წარადგინონ მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები