3D ბეჭდვა - მოახლოებული რევოლუცია წარმოებაში

06-02-2018 9 თებერვალს, 19:00 სთ., საქართველოს უნივერსიტეტში (მისამართი: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, აუდიტორია #116) ჩატარდება პროექტის „UG Tech Talks“ რიგით მეორე ღონისძიება, რომლის თემაც გახლავთ "3D ბეჭდვა - მოახლოებული რევოლუცია წარმოებაში".

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი Startup Factory და ღონისძიებაზე განხილული იქნება ის მსოფლიო ტრენდები და გამოწვევები 3D ბეჭდვის  მიმართულებით, რომლებიც რადიკალურად ცვლიან ნებისმიერი ნივთის წარმოების პრინციპებს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები