ანტიპლაგიატის სისტემის განხილვა სტუ-ში

12-02-2018 12 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ plagiat.pl პოლონური კომპანიის წარმომადგენლები ალი თაჰმაზოვი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და ოლგა შარაპკინა, ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

პოლონელ სტუმრებს შეხვდნენ სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ფაკულტეტების დეკანები.

სტუმრებმა წარმოადგინეს პრეზენაცია ანტიპლაგიატური მომსახურების შესახებ  და განიხილეს უმაღლესი სასწავლებლებისთვის განათლების ხარისხისა და ინტელექტუალური საკუთრების და დაცვის გაუმჯობესების შესაძლებლობები შეთავაზებული პროგრამის მიხედვით.

პოლონურმა კომპანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შესთავაზა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სტუ-ს შესაბამისი სამსახურები შეძლებენ, რეგულარულად შეამოწმონ ყველა საჭირო დოკუმენტი და მათში შემავალი ფაილების ფიქსირებული რაოდენობა და სიმბოლოები.

აღინიშნა, რომ ანტიპლაგიატის სისტემა დოკუმენტების შემოწმების მნიშვნელოვანი და სრულყოფილი ინსტრუმენტია, რომელიც ადარებს და ანალიზს უკეთებს სიტყვებსა და ფრაზებს არსებული მონაცემთა ბაზების მეშვეობით. ამასთან, სისტემა ადგენს დოკუმენტებში შინაარსის ნებისმიერ ცვლილებას. სისტემა ინტეგრირებულია სხვადასხვა სარედაქციო სისტემებით, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები