ფინანსური შეჯიბრი სტუდენტებისთვის - „რიგის სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის ფინანსური გამოწვევა“

07-03-2018 სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლა რიგის საინვესტიციო ფონდში (Stockholm School of Economics in Riga Investment Fund) (ლატვია) აცხადებს ფინანსურ შეჯიბრს სტუდენტებისთვის „რიგის სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის ფინანსური გამოწვევა“ (SSE Riga Finance Challenge).

შეჯიბრის მონაწილე სტუდენტები შეასრულებენ სხვადასხვა დავალებებს კორპორაციული ფინანსების, შეფასების, ფინანსური ბირჟის, საინვესტიციო ბანკინგის, ფინანსური ანგარიშის და ანალიზის, მაკროეკონომიკის და მენეჯმენტის სფეროებში.

შეჯიბრი ორი რაუნდისა და ფინალისგან შედგება:

პირველი რაუნდი: 9-18 აპრილი, 2018.

მეორე რაუნდი: 19 აპრილი- 3 მაისი, 2018.

ფინალური რაუნდი: 19-20 მაისი, 2018.

შესარჩევი რაუნდის დავალებები გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
 
ონლაინრეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 აპრილი, 2018.

შესარჩევი ტურნირიდან 15 საუკეთესო გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფინალში, რომლის საპრიზო ფონდია 1 700 ევრო. ფინალისტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, შეხვდნენ მსგავსად მოაზროვნე სტუდენტებს და მონაწილეობა მიიღონ ფინანსური ინდუსტრიის პროფესიონალთა პრაქტიკულ სემინარებსა და ლექციებს.

 

სიახლეებში დაბრუნება