ღია კარის დღე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით

ღია კარის დღე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით

13-04-2018 17 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება. ღია კარის დღე სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება. 
 
სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრი, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტისა და „BP საქართველოს“ ინიციატივით, და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ დაფინანსებით, დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად, შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო  პროფესიებს:
•         მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი (მოდულური), IV საფეხური:
სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე - ქართულენოვანი, 17 თვე - არაქართულენოვანი;
•         სამრეწველო ავტომატიზაცია (მოდულური), V საფეხური:
სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე - ქართულენოვანი, 25 თვე - არაქართულენოვანი;
•         მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი (მოდულური), V საფეხური
სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე - ქართულენოვანი, 25 თვე - არაქართულენოვანი.
 
ღია კარის დღეზე, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, შეთავაზებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ, ასევე, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიები დაათვალიერონ. ღია კარის დღეზე მიწვეულნი არიან  პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც მომავალ სტუდენტებს დასაქმების პერსპექტივებზე გაესაუბრებიან.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად მსურველთა საგაზაფხულო რეგისტრაცია 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

 

სიახლეებში დაბრუნება