ღია კონკურსი

12-06-2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტ „ტალღა“-ს სამეცნიერო საბჭო  აცხადებს ღია კონკურსს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტ „ტალღა“-ს  სამეცნიერო საბჭო აცადებს ღია კონ­კურსს 5 წლის ვადით ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად: 

I.   განცხადებების მიღებისა და კონკურსების ჩატარების ვადები 

  1. კონკურსანტების განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 12-13 ივლისს 1000-დან 1700-მდე  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ.#77, ოთახი #336,    ტელ.: 2 36 51 32, საკონტაქტო პირი  ვალერიან ვაჩაძე, ტელ.: 599 14 54 13.
  2. კანდიდატების სამოქმედო პროგრამის მოსმენა სამეცნიერო საბჭოში გაიმართება 2018 წლის 16 ივლისს. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებელად სამეცნიერო საბჭოში არჩევნები გაიმართება 2018 წლის 16 ივლისს, არჩევნების შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება იმავე დღეს. შედეგები განთავსდება ინსტიტუტის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის/ინსტიტუტის ვებგვერდზე. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით გან­ცხა­დე­ბე­ბი/სა­ჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება მიმდინარე წლის 19 ივლისის ჩათვლით.
  3. დირექტორის შერჩეულ კანდიდატურას ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო დასამატკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.

II. საკონკურსო პირობები

 

  1. კონკურსის ძირითადი პირობები:
    ინსტიტუტის დირექტორად შეიძლება აირ­ჩეს პირი, რომელიც აკ­მა­ყოფილებს ამ ინს­ტი­­ტუტის მთავარი მეც­ნი­ერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.) და რომ­ლის ასაკი 65 წელს არ აღე­მა­ტება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შე­საძ­ლებ­­ლობა პირდაპირ არის გათ­ვალისწინებული უნივერსიტეტის წესდებით.
  2. კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო პირობები განთავსდება უნივერსიტეტის/ინსტიტუტის  ვებგვერდზე.
  3. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნ­და წარმოადგინოს:
    ა) სათანადო ფორმით შედგენილი  და ხელმოწერილი  განცხადება და ანკეტა (ფორ­მე­ბი იხილეთ ინსტიტუტის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინ­­ფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწ­მო­ბა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
    ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ას­­ლი);
    გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (სა­ბუ­­თები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
    დ) სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა დამოწმებული შე­სა­ბა­მი­სი ორგანიზაციის კომპე­ტენ­ტუ­რი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
    ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
    ვ) 2 ფოტოსურათი 3x4;
    ზ) სამოქმედო პროგრამა. 

III.    კონკურსის ჩატარების წესი 

  1. კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნი­ვერ­სიტეტის წესდებისა და ინსტიტუტის/ცენტრის დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეც­ნო­ბა უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის/ცენტრის ვებგვერდებზე.
  2. კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში მოქ­მე­დი კანონმდებლობის თანახმად.

შენიშვნა: აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ დირექტორის - ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა შესაბამის საკონკურსო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან  განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის კანცელარიაში წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან 2018 წლის 2 ივლისის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება;

 

სიახლეებში დაბრუნება