მართვის ორგანოები
არჩილ ფრანგიშვილისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დაბადების თარიღი: 1961 წლის 13 აპრილი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
ეროვნება: ქართველი.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი.
განათლება:
- 1983-1987 წ.წ. - ასპირანტურა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრა;
- 1978-1983 წ.წ. - უმაღლესი, ინჟინერ-სისტემატექნიკოსი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი.
სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო:
-
ინფორმაციული ტექნოლოგიები და კომპიუტერული ინჟინერია, რთული სისტემების მოდელირების და მართვის თეორია.
პროფესიული მოღვაწეობა:
- 2009 წ. დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი;
- 2008-2009 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
- 2007 წ. დღემდე - საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი;
- 2005-2008 წწ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;
- 2002-2005 წ.წ. - საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული ენერგეტიკის სფეროში;
- 1993 წ. დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემების და ქსელების კათედრის პროფესორი;
- 1992-2005 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
- 1992-2003 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის, მართვის სისტემების და ტელეკომუნიკაციის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში;
- 1988-1992 წ.წ. -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრის დოცენტი და საპრობლემო ლაბორატორიის სექტორის გამგე;
- 1987-1988 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპრობლემო ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი.
პროფესიული წევრობა:
- 2010 წ. - ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ნამდვილი წევრი;
- 2004 წ. - საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი;
- 1997 წ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;
- 1996 წ. - საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი;
- 1995 წ. - საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი;
- 1994 წ. - გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი;
დამატებითი პროფესიული მოღვაწეობა:
- 2011წ. დღემდე - საქართველოს წარმომადგენელი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია „ბირთვული კვლევების ცენტრი“-ს ფინანსურ კომიტეტში (ქ.დუბნა, რუსეთის ფედერაცია);
- 2011 წ. დღემდე - საქართველოს წარმომადგენელი სუამ-ის ქვეყნების ნანოტექნოლოგიების განვითარების საბჭოში.
- 2010 წ. დღემდე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნანოტექნოლოგიების პრობლემების შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი;
- 2007 წ. დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
- 2006 წ. დღემდე - ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
- 2005 წ. დღემდე - საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრი;
- 1998 -2003წ.წ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის პრობლემათა სამეცნიერო საბჭოს წევრი;
- 1998-2003 წ.წ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის სამეცნიერო-საექსპერტო საბჭოს წევრი;
- 1999-2003 წ.წ. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
- 1992-1995 წ.წ. - საქართველო-სინგაპურის ერთობლივი წარმოების გენერალური დირექტორი;
- 1993 წლიდან მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცულია 18 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია;
პუბლიკციები:
ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 20 მონოგრაფიის, 11 სახელმძღვანელოსი და 20 პატენტის.
ძირითადი დანერგვის სფეროები:
ასტროფიზიკა, კოსმოსური ხელსაწყოთმშენებლობა, ინფორმაციის პარალელური დამუშავების საშუალებები, ხომალდური მართვის მრავალმანქანური სისტემები, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაცია.
დამატებითი ინფორმაცია:
- 2012 წ. - მიენიჭა საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერების და ტექნიკის დარგში ბიომეტრიული კომპიუტერული ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვისათვის;
- 2005 წ. - დაჯილდოვებულია მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მედლით მეცნიერებაში მიღწეული წარმატებისათვის;
- 2003 წ. - დაჯილდოებულია ღირსების ორდენით;
- 2000 წ. - მეცნიერების, ტექნიკის და ტექნოლოგიების განვითარებაში აღიარებული წვლილისათვის, აგრეთვე საერთაშორისო საინჟინრო თანამეგობრობის განმტკიცებისათვის, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტთა საბჭოს დადგენილებით მიენიჭა საპატიო წოდება _ «მე-20 საუკუნის გამოჩენილი ინჟინერი»;
- 1996 წ. - დაჯილდოებულია ღირსების მედლით;
- 1995 წ. - მიენიჭა პროფესორის წოდება;
- 1992 წ. - მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
- 1991 წ. - მიენიჭა დოცენტის წოდება
- 1990 წ. - მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში მიკროპროცესორული ქსელური სტრუქტურების დამუშავებისა და სერიულ წარმოებაში დანერგვისათვის;
- 1987 წ. - მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (საინჟინრო_ფიზიკის ინსტიტუტი - ქ. მოსკოვი);
ენების ფლობა:
-
ქართული (მშობლიური);
-
რუსული (სრულყოფილად);
-
ინგლისური (კარგად).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი