ENGLISH VERSION       
 
 
 
 
 
 

 

არჩილ ფრანგიშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, ტმდ სრული პროფესორი;
პირადი ინფორმაცია:
დაბადების თარიღი: 1961 წლის 13 აპრილი;
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

განათლება:
1983-1987 წ.წ. - ასპირანტურა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრა;
1978-1983 წ.წ. - უმაღლესი, ინჟინერ-სისტემატექნიკოსი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი.
კვალიფიკაცია:
2005 წ. - დაჯილდოვებულია მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მედლით მეცნიერებაში მიღწეული წარმატებისათვის;
2003 წ. - დაჯილდოებულია ღირსების ორდენით;
2000 წ. - მეცნიერების, ტექნიკის და ტექნოლოგიების განვითარებაში აღიარებული წვლილისათვის, აგრეთვე საერთაშორისო საინჟინრო თანამეგობრობის განმტკიცებისათვის, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტთა საბჭოს დადგენილებით მიენიჭა საპატიო წოდება _ «მე-20 საუკუნის გამოჩენილი ინჟინერი»;
1996 წ. - დაჯილდოებულია ღირსების მედლით;
1995 წ. - მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება;
1992 წ. - მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
1990 წ. - მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში მიკროპროცესორული ქსელური სტრუქტურების დამუშავებისა და სერიულ წარმოებაში დანერგვისათვის;
1987 წ. - მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (საინჟინრო_ფიზიკის ინსტიტუტი _ ქ. მოსკოვი);
სამუშაო გამოცდილება:
2009 წ. დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი;
2008-2009 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
2007 წ. დღემდე - საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი
2007-2008 წწ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;
2005-2007 წწ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მ/შ მოადგილე;
1993 წ. _ დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემების და ქსელების კათედრის პროფესორი;
2002_2005 წ.წ. - საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული ენერგეტიკის სფეროში
1992_2005 წ.წ. - კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
1992_2003 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის, მართვის სისტემების და ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში;
1988_1992 წ.წ. - გამოთვლითი ტექნიკის კათედრის დოცენტი და საპრობლემო ლაბორატორიის სექტორის გამგე;
1987-1988 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპრობლემო ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი.
2004 წ. - საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი;
1997 წ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;
1996 წ. - საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი;
1995 წ. - საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი;
1994 წ. - გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი;
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ. 36 51 52
 

 

 

 

 

 


"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი © 2004 ყველა უფლება დაცულია"
საიტის შექმნის თარიღი: 16.03.2000 | ბოლო განახლების თარიღი: 08/11/2011