მაკროსები Word 97/2000 ტექსტური რედაქტორისათვის ქართულ
დოკუმენტებთან
სამუშაოდ
ჩამოტვირთეთ
მაკროსი geomacro.rar გახსენით
არქივი და გაუშვით
README.DOC ფაილი.
Word-ის
მენიუში Tools დაემატება
Georgian…, საიდანაც შეგიძლიათ
აირჩიოთ თქვენთვის
სასურველი ბრძანება.
დაემატება აგრეთვე
შესაბამისი სწრაფი
რეაგირების ღილაკები
(View+Toolbars+Georgian).
![]()
1)
მაკროსი Change Coding, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს დოკუმენტებში არასტანდარტული ქართული ფონტებით აკრეფილი ტექსტი გადაიყვანოთ სტანდარტულ ან უნიკოდის კოდირებაში.
2)
მაკროსი What Code, რომლის დახმარებით შეგიძლიათ გაიგოთ თუ რა კოდირება შეესაბამება ქართულ ტექსტს.
მონიშნეთ ტექსტი და აირჩიეთ Change
Coding მაკროსი, რომელიც გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ შემდეგი საწყისი კოდირება (საწყისი კოდირება შეგიძლიათ დაადგინოთ What Code მაკროსის მეშვეობით):

1)
Latin Code – კოდირება შეესაბამება ფართოდ გავრცელებულ ფონტს AcadNusx, რომელშიც ქართული ასოები განლაგებულია ისე, რომ En კლავიატურაზე ისინი შეესამებიან ლათინურ სიმბოლოებს.
2)
Russian Code – კოდირება შეესაბამება ფონტს !Academiuri_ITV, რომელშიც ქართული ასოები განლაგებულია ისე, რომ En კლავიატურაზე ისინი შეესამებიან რუსულ სიმბოლოებს.
3)
Windows Georgian Standard – კოდირება შეესაბამება მიღებულ სტანდარტს.
4)
Georgian Unicode – კოდირება შეესაბამება საერთაშორისო Unicode სტანდარტს.
5)
Georgian With Russian Unicode
– კოდირება შეესაბამება იმ ქართულ ფონტებს, რომლებისთვისაც გამოყენებულ იქნა კონვერტორი ttfconv.exe. შედეგად ქართულ ასოებს ასეთ ფონტებში შეესაბამება მიღებული სტანდარტის და რუსული უნიკოდის შესაბამისი კოდები. რუსულ კლავიატურის ბაზაზე შექმნილი ქართული კლავიატურის დრაივერის მეშვეობით ტექსტის აკრეფისას, ქართულ ასოებს შეესაბამება რუსული უნიკოდის კოდები.
საბოლოო კოდირებისათვის არჩევანი შეზღუდულია (Windows Georgian Standard, Georgian Unicode), იმ მოსაზრებით, რომ დროა გადავიდეთ უნიფიცირებულ კოდებზე.