სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი

Slideshow Image 1 ფაკულტეტს მიენიჭა ,,ეტალონი ფაკულტეტის" ტიტული
Slideshow Image 2 საგზაო დეპარტამენტი
Slideshow Image 1 ფაკულტეტს თანამშრომლობა ჩინეთის საავტობუსო ქარხანასთან
Slideshow Image 3 ლოჯისტიკის დეპარტამენტი
Slideshow Image 4 ფაკულტეტის სტუდენტები გადაცემა ,,ეტალონში"
Slideshow Image 3 სატყეო-ტექნიკური დეპარტამენტი
Slideshow Image 2 მანქანათმშენებლობის დეპარტამენტი
Slideshow Image 2 საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტი
Slideshow Image 2 სატრანსპორტო დეპარტამენტი

ჩვენ შესახებ

ფაკულტეტის მისია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის  
მისია, მიზნები და ამოცანები
   
   სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთ-ერთ დანაყოფს, რომელიც ამზადებს კვალიფიციურ სპეციალისტებს ტრანსპორტისა და მანქანათმშენებლობის დარგებისათვის.
   ტრანსპორტი ქვეყნის ეროვნული მეურნეობის უმნიშვნელოვანესი და მარად განვითარებადი დარგია, რომლის წინსვლა ერთიანი სატრანსპორტო სისტემის სახით ეფუძნება მისი ყველა სახის (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო და სხვა) და ინფრასტრუქტურის (გზები, რკინიგზები, ხიდები, გვირაბები და სხვა) ჰარმონიულ შერწყმას. ქვეყნის ინდუსტრიული განვითარებისათვის ასევე დიდია თანამედროვე დონის სამანქანათმშენებლო წარმოების ობიექტების შექმნა და მათი წარმატებული მუშაობა. 
 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მისიას წარმოადგენს ეროვნული მეურნეობის აღნიშნულ დარგებთან მიმართებაში უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება, მათი საჭირო ხარისხისა და რაოდენობის სპეციალისტებითა და მეცნიერული კვლევის შედეგებით უზრუნველყოფისათვის.
ფაკულტეტის მიზნებია: ევროპული განათლებისა და კვალიფიკაციის  შესაბამისი დონის მქონე სპეციალისტების (უმაღლესი პროფესიული განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტები, ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები) მომზადება და კონკურენტუნარიანი სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის შექმნა.
    ფაკულტეტის ამოცანებია: სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირების – მაგისტრებისა და დოქტორების მომზადება; პრაქტიკული ხასიათის საქმიანობაზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური და პროფესიული განათლების მქონე პირების – ბაკალავრებისა და დიპლომირებული სპეციალისტების მომზადება; ტრანსპორტისა და მანქანათმშენებლობის დარგების სპეციალისტთა პროფესიული სრულყოფა და გადამზადება; უწყვეტი განათლების პრინციპების განხორციელება; სასწავლო პროცესთან სამეცნიერო საქმიანობის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფისათვის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში ფაკულტეტის პერსონალისა და სტუდენტების ჩაბმა; სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგების სასწავლო პროცესში და წარმოებაში დანერგვა; მონათესავე პროფილის სასწავლო და საწარმოო დაწესებულებებთან შემოქმედებითი ურთიერთობის უზრუნველყოფა ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით; სხვადასხვა სახის გრანტების მოზიდვა მაღალი დონის მეცნიერებატევადი კვლევების ჩასატარებლად; სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილურობისათვის მხარდაჭერა.

გამოცემები


 ჟურნალი  "ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა"  

            

პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი “ინტელექტი”


moodle