საუნივერსიტეტოსამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდის სტრუქტურა მიმართულებების მიხედვით
- ტექნიკური მეცნიერებანი:
მათემატიკა; ფიზიკა; ქიმია; გეოლოგია; სამთო საქმე; სამშენებლო საქმე; საინჟინრო საქმე; მანქანათმშენებლობა; საინფორმაციო და გამოთვლითი ტექნიკა; ელექტროტექნიკა; ენერგეტიკა; სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, გემთმშენებლობა, საავიაციო ტრანსპორტი); არქიტექტურა; კავშირგაბმულობა; მეტალურგია.
- საზოგადოებრივი მეცნიერებანი:
ფილოსოფია; რელიგია; ისტორია; ფილოლოგია; გეოგრაფია; იურიდიული; ეკონომიკა (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, მაკრო-მიკრო ეკონომიკა, საერთაშორისო ბიზნესი, საბუღალტრო აღრიცხვა); ჟურნალისტიკა; ენათმეცნიერება; სახელმწიფო მართვა.
ბიბლიოთეკის ფონდში დიდი რაოდენობითაა ენციკლოპედიები, ლექსიკონები და სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების სამეცნიერო შრომები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა.
სტუ-ს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ფონდში ინახება მნიშვნელოვანი საენათმეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა. სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ინახება ის საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია, რომელთა დაცვა მოხდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის, სხვადასხვა სამეცნიერო საბჭოზე (1994 წლამდე დაცული დისერტაციები გადაცემულია პარალმენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში). სამეცნიერო ბიბლოთეკა ემსახურება სტუ-ს სტუდენტებს – ბაკალავრებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს; სტუ-ს პროფესურას. ამჟამად სტუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ინტერნეტი და მიმდინარეობს წიგნადი ფონდის კომპიუტერული უზრუნველყოფა. ამჟამად კომპიუტერული ფონდი მოიცავს საბიბლიოთეკო ფონდის შემდეგ განყოფილებებს: მათემატიკა (1990-2011); ფიზიკა (1990-2011); ქიმია (1990-2011); გეოლოგია (1990-2011); სამთო საქმე (1990-2011); სამშენებლო საქმე (1990-2011); საინჟინრო საქმე (1990-2011); მანქანათმშენებლობა (1990-2011); საინფორმაციო და გამოთვლითი ტექნიკა (1990-2011); ელექტროტექნიკა (1990-2011); ენერგეტიკა (1990-2011); სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, გემთმშენებლობა, საავიაციო ტრანსპორტი) (1990-2011); არქიტექტურა (1990-2011); კავშირგაბმულობა (1990-2011); მეტალურგია (1990-2011); ფილოსოფია (1990-2011); რელიგია (1990-2011); ისტორია (1990-2011); ფილოლოგია (1990-2011); გეოგრაფია (1990-2011); იურიდიული (1990-2011); ეკონომიკა (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, მაკრო-მიკრო ეკონომიკა, საერთაშორისო ბიზნესი, საბუღალტრო აღრიცხვა) (1990-2011); ჟურნალისტიკა (1990-2011); ენათმეცნიერება (1990-2011); სახელმწიფო მართვა (1990-2011). სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაინერგა და ვითარდება ციფრული ფონდი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა დარგის წიგნების, ჟურნალების, სტატიების, დისერტაციების ელექტრონულ ვერსიებს.
ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მთლიანი ფონდის კომპიუტერიზაციისათვის. ბიბლიოთეკა სთავაზობს მკითხველებს შემდეგ სერვისს:
უახლოეს მომავალში კომპიუტერული სისტემები მთლიანად დაინერგება აბონენტთა მომსახურების განყოფილებაში, რაც ხელს შეუწყობს მათსავე მომსახურების სისწრაფეს. |