სიახლეები არ არის.

ყველა სიახლე   

 




 

 

 

 

ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ისტორია

      1992 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი. ეს არის ის პერიოდი, როცა მსოფლიო განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების ანალიზმა, განათლების პერსპექტივებზე “იუნესკოს” დასკვნების განზოგადებამ და საქართველოს საკადრო მოთხოვნების შეჯერებამ გამოიწვია მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნიკური უნივერსიტეტად გარდაქმნა. ამ მნიშვნელოვანი პროექტის ერთი შემადგენელი ნაწილთაგანი სწორედ ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დაარსება იყო. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნეს-ინჟინერინგის განათლების კერის დაარსება არა მარტო ქართული საინჟინრო-ტექნიკური აზრის ძლიერების, თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტების შესაბამისობაში მყოფობის მაჩვენებელია ჰუმანიზაციისაკენ მძლავრი შემობრუნების თვალსაზრისით, არამედ ჩვენი საზოგადოებრივი ყოფის სულიერების დამკვიდრებისათვის მისი ძალისხმევის მაჩვენებელიცაა.

      1997 წელს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე გერმანული მთავრობის აქტიური ხელშეწყობითა და დახმარებით გაიხსნა სამართლისა და ეკონომიკის გერმანულენოვანი დეპარტამენტი.

     დაწყებული დაარსების დღიდან ფაკულტეტისადმი ყოველთვის იყო გამორჩეული ინტერესი ჩვენს საზოგადოებაში რისი უტყუარი მაჩვენებელია სტუდენტების რაოდენობა და წლების მანძილზე 18 კათედრის არსებობა ფაკულტეტზე.

    დღეს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი მძლავრი სასწავლო-სამეცნიერო ქვედანაყოფია 5000 სტუდენტით და 9 დეპარტამენტით. დეპარტამენტებში გაერთიანებული არიან როგორც კათედრები, ასევე სპეციალიზირებული პროგრამული მიმართულებები.

       ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დეკანი წლების მანძილზე (1992 – 2005 წ.წ.) იყო პროფესორი ალიკო ცინცაძე. მისი მოღვაწეობის დროს სპეციალობების რაოდენობა ფაკულტეტზე 3-დან (საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშოისო სამეურნეო სამართალი, ტექნიკური ექსპერტიზა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში) გაიზარდა 15-მდე და ფაკულტეტი გახდა ერთ-ერთი მოწინავე ერთეული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2005 წლიდან 2006 წლამდე ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი იყო პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი, რომელსაც მოუწია ფაკულტეტის ხელმძღვანელობა საკმაოდ რთულ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა სასწავლო სისტემის რეფორმირება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელია პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე.

 
 




სტუ © 2004. ყველა უფლება დაცულია