II საერთაშორისო კონფერენცია
“ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2010”
(საქართველო, თბილისი, 21-22 ოქტომბერი, 2010წ.)
საინფორმაციო წერილი, N1
პატივცემულო კოლეგებო,
საორგანიზაციო კომიტეტს აქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2010 წლის 21-22 ოქტომბერს ქ. თბილისში (საქართველო) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს II საერთაშორისო კონფერენციას “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2010”.
კონფერენციის თემაა: “ვერბალური კომუნიკაციები სივრცესა და
დროში”
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
კონფერენციის მუშაობა ივარაუდება შემდეგი მიმართულებებით:
- ვერბალური კომუნიკაციების თეორია და პრაქტიკა;
- კომუნიკაციური ლინგვისტიკა;
- ჰუმანიტარული მეცნიერებანი და ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები;
4. ლიტერატურათმცოდნეობა: კომუნიკაციური მოდელები მხატვრული
ტექსტის სივრცეში;
- ვერბალური კომუნიკაცია და საინფორმაციო სისტემები;
- კომუნიკაციური ტექნოლოგიები საინჟინრო და ტექნიკურ სფეროებში;
- უცხო ენები XXI საუკუნის დასაწყისის კულტურათშორის კომუნიკაციებში;
- კომუნიკაციური ტექნოლოგიები სამართალმცოდნეობასა და სოცი-ალურ დისციპლინებში;
- უცხო ენები და ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები: სიახლე სწავლების მეთოდიკაში;
- თარგმანი, როგორც კულტურათაშორისი კომუნიკაციის საშუალება;
- კომუნიკაციური ტექნოლოგიები ჟურნალისტიკაში;
- კომუნიკაციური ტექნოლოგიები პოლიტიკაში;
- კომუნიკაციური ტექნოლოგიები ეკონომიკასა და ბიზნესში.
კონფერენციაზე ივარაუდება მუშაობის შემდეგი ფორმები:
· დასწრებული და დაუსწრებელი მონაწილეობა;
· დისკუსიებში მონაწილეობა.
სექციური სხდომები: სექციური მუშაობის პროცესში მაქსიმალური დრო დაეთმობა არა მოხსენებათა წაკითხვას, არამედ მათს განხილვას და მეცნიერული ღირებულების შეფასებას.
საორგანიზაციო კომიტეტი წინასწარ გამოაქვეყნებს კონფერენციაზე წარმოდგენილ ყველა იმ მოხსენებას, რომლებიც გაივლიან ექსპერტიზას. მოხსენებათა კრებულის ელექტრონული ვერსია, კონფერენციის მონაწილე-ებს დაეგზავნება წინასწარ, ხოლო სტამბური ვარიანტი შეეთავაზებათ კონფერენციის მუშაობის დაწყების წინ.
რეგლამენტი: პლენარულ სხდომაზე მოხსენებისათვის 30 წუთი;
სექციურ სხდომებზე გამოსვლისათვის _ 10 წუთი;
დისკუსიისათვის _ 5 წუთამდე.
კონფერენციაზე დაშვების გადაწყვეტილება განმცხადებლებს ეცნობებათ დამატებით.
მოხსენებათა ტექსტების გაფორმებისათვის წაყენებული მოთხოვნები:
მოხსენების ტექსტი საორგანიზაციო კომიტეტს წარედგინება ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: jago-Temo @ rambler.ru, ელექტრონული წერილის დამატების სახით Microsoft Word ფორმატში ქართულ ენაზე, არა უგვიანეს 2010 წლის 31 ივლისისა.
მოხსენების მოცულობა არა უმეტეს 5 გვერდისა.
შრიფტი (Font) _ Akad Nusx 12 (ქართული ენისთვის) _ Tims New Roman, 12 (ინგლისური და რუსული ენებისათვის). თუ ისეთი ნიშნები გჭირდებათ, რომლებიც არ მოეპოვება შემოთავაზებულ შრიფტებს, გამოიყენეთ სტანდარტული შრიფტები (Symbol). ორიგინალური შრიფტების გა-მოყენების შემთხვევაში მათი ფაილები (*ttf ფორმატი _ True Type Font) აუცილებლად უნდა გამოიგზავნოს მოხსენებასთან ერთად ელექრონული წერილის დამატება.
ტექსტური ხაზგასმებისათვის გამოიყენეთ კურსივი და სანახევროდ მუქი შრიფტი. ხაზგასმების, თავკიდური ასოების გამოყენება დაუშვებელია. სქემების, გრაფიკებისა, ილუსტრაციებისათვის გამოიყენება მხოლოდ Microsoft Office-ს სტანდარტული პაკეტის პროგრამები. ნებისმიერ შემთხვევაში გრაფიკა Microsoft Word-ის დამატებაში შექმნილი თქვენი ფაილის შიგნით უნდა განთავსდეს.
მინდვრები (Margins) _ ზედა 2 სმ, ქვედა _ 2,5 სმ, მარცხნივ _ 3 სმ, მარჯვნივ _ 2 სმ. სტრიქონებს შორის ინტერვალი _ 1 მმ.
“ქუდის” გაფორმება (ყოველი პუნქტი ახალი აბზაცით)
- მოხსენების სათაური _ 14 მუქი, განვრცობა ცენტრისკენ;
- ავტორის (ავტორთა) ინიციალი და გვარი (გვარები) _ 12, მუქი, კურსივი;
- ორგანიზაციის სახელწოდება, რომელსაც წარმოადგენს ავტორი _ 10, კურსივით, განვრცობა მარჯვენა მხრისაკენ;
- საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 5 სიტყვისა ან სიტყვათშეთანხმებისა) _ 10 შრიფტით, განვრცობა აბზაცის სიგანით;
- კონფერენციის პროგრამის სასურველი განყოფილება_12 შრიფტით, განვრცობა სიგანეზე უაბზაცოდ.
- აბზაცი _ ავტომატური.
გამოგზავნილ მოხსენებათა ტექსტების საფუძველზე შეირჩეს ის მოხსენებები, რომლების კონფერენციაზე წარდგენა-განხილვასაც მეტი დრო დაეთმობა.
უცხოელ მონაწილეთა სარეგისტრაციო შესატანია 60$ (აშშ დოლარი), საქართველოს მოქალაქეთათვის _ 40 ლარი (GEL).
თანხების შეტანა ხორციელდება გადარიცხვით შემდეგი საბანკო რეკვიზიტების მიხედვით:
ბანკის კოდი (მფო) _ 220101819;
მიმღები _ ბორის იმნაძე;
საანგარიშსწორებო ანგარი _ 80636512500053/CEL;
თიბისი ბანკი
საბანკო კოდი (მფო) -220101819
მიმღები - Борис Имнадзе
ანგარიში– 80636512500053/GEL
TBC ბანკი
გადასახადის დასახელება: კონფერენციის “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები _ 2010”
სარეგისტრაციო გადასახადი.
საწევრო შესატანის გადახდის ვადა: 2010 წლის 15 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრამდე.
ქვითრის ორიგინალი (დედანი) წარედგინება ორგკომიტეტს კონფე-რენციაზე რეგისტრაციის დროს, ან (დაუსწრებლად მონაწილეობის შემთხვევაში) უნდა გამოიგზავნოს სკანირებული ფაილით მისამართზე:
totosaha62@ rambler.ru
კონტაქტები:
საორგანიზაციო კომიტეტის მისამართი:
- რუსული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის მიმართულება,
ოთახი ¹¹801, 802; კოსტავას ქ. 77;
- ენებისა და კომუნიკატივისტიკის დეპარტამენტი;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
0175 თბილისი
საქართველო
full-პროფ. ბორის იმნაძე (+99532)36-51-07;
ასოც. პროფ. თამარ მებუკე (+99599)90-74-95;
ასოც. პროფ. ტატიანა მეგრელიშვილი (+99599)57-68-82;
full-პროფ. თემურ ჯაგოდნიშვილი (+99577)43-22-52 jago-Temo@ rambler.ru.
ქართულ ენაზე განაცხადები იგზავნება: jago-temo @ rambler.ru.
რუსულენოვანი _ მისამართზე: totosaha62@ rambler.ru
boris151132@ rambler.ru
ინგლისურენოვანი განცხადებები: mebuket@yahoo.com
|