14 ნოე

მე-5 ფორუმი

2019 წლის 12-13 ნოემბერს სასტუმრო ,,რუმსში" ჩატარდა საქართველოს ინტერნეტმმართველობის მე-5 ფორუმი
13 ნოე

საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომები.

2019 წლის 11 ნოემბერს გაიმართა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს, „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია“ და  „საინჟინრო მენეჯმენტი“ სხდომები.
ყველა სიახლე

1 საერთაშორისო კომფრენცია დასრულდა

10/11/2019

ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია დამთავრდა

 

სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ორგანიზებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში, თემაზე - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დამთავრდა. კონფერენციაში საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ორი აკადემიკოსი, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და 148 მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობდა.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, პროფესორმა რევაზ არველაძემ და უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ხარკოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ევგენი სოკოლმა გახსნეს.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ კომპანია „თელასის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე თეიმურაზ გამრეკელაშვილი, კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ განვითარების მენეჯერის მოადგილე ენვერ ჩიჩუა, უკრაინის ნაციონალური უნივერსიტეტის „ოდესის საზღვაო აკადემიის“ პროფესორი მიკოლა მუხა, კომპანია „მონტაჟ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი დავით კახიანი და სტუ-ის ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ბაადურ ჭუნაშვილი.

კონფერენცია ენერგეტიკის დარგის ისეთ მნიშვნელოვან და პრობლემურ თემებს შეეხო როგორიცაა: საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის სტრუქტურა და ცვლილებების ტენდენციები, ელექტროენერგიის ტრანზიტი და დანაკარგები გადაცემის ქსელში, ელექტრული რეჟიმების კვლევა, განახლებადი ენერგიები, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა-მართვა, რეაქტიული სიმძლავრის მონიტორინგი, ბუნებრივი გაზის უსაფრთხოდ მოხმარების საკითხები და სხვ.

სექციებზე მოხსენებით 71 მკვლევარი წარსდგება. გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა ნაშრომების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას 10 დოქტორანტი მიიღებს. კონფერენციის თემატიკის შესახებ ჟურნალ „ენერგიის“ სპეციალურ გამოცემებში 93 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ფინანსურ მხარდაჭერა გაუწიეს კომპანიებმა: „თელასი“; „ენერგო პრო ჯორჯია“; „მონტაჟ ჯორჯია“ „ელ ინდასტრი ჯორჯია“ .

 

 





 

 


 

სიახლეებში დაბრუნება