საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მოქმედებს სტუ-ს  წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით.

სამსახურის მიზანია უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასება, შეფასების საფუძველზე ვითარების გაუმჯობესების ან დამაკმაყოფილებელი ვითარების შემთხვევაში, მისი შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესებისთვის საჭირო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.


სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასება და შესაბამისი წინადადებების შემუშავება საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიზნით;

ბ) სწავლის, სწავლების, კვლევისა და შეფასების მრავალფეროვანი და თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;

გ) უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროფესიული პროგრამების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების წარმართვა, სისტემატური თვითშეფასების განხორციელება;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმის ჩამოყალიბების, მისი სრულყოფისა და განვითარების უზრუნველყოფა;

ე) ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული სტანდარტების, სახელმძღვანელო პრინციპებისა და რეკომენდაციების უნივერსიტეტში დანერგვის ხელშეწყობა;

ვ) საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ზ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.







სიახლეები



ცვლილებები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებში

24 ოქტომბერი, 2018






უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გეგმიური საავტორიზაციო პროცესი მიმდინარეობს

28 ივნისი 2018
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გეგმიურ საავტორიზაციო პროცესი ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით



ქეთევან ნატრიაშვილი
 26/06/2018 წყარო:http://mes.gov.ge/

ქართველი სტუდენტები უნგრეთის უნივერსიტეტებში ისწავლიან


DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები 2019-2020 სასწავლო წლისთვის


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!


27 ივნისი, 2018

გაცნობებთ, რომ გამოქვეყნდა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ქვეყნებში ბოლონიის პროცესის დანერგვის 2018 წლის ანგარიში.

 ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

 2018 Bologna Process Implementation Report

 ასევე, გაცნობებთ, რომ მსურველთათვის ცენტრში ხელმისაწვდომია ანგარიშის ბეჭდური ვერსია (რაოდენობა შეზღუდულია).





უმაღლესი განათლება
 19/06/2018   წყარო:http://mes.gov.ge/

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება უმაღლესი განათლების მიმართულების ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება




განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დარგობრივ საბჭოებზე განხილვას

18 ივნისი, 2018 



განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დარგობრივ საბჭოებზე განხილვას

18 ივნისი, 2018