მიხეილ შილაკაძე
მიმართულების ხელმძღვანელი
ტექნ. მეცნ. დოქტორი, სრული პროფ.
საქართველოს საინჟ. აკად. წევრ-კორესპ.
 
ტელ. სტუ: 36 42 07
     ბინა: 36 11 82
     მობ: 893 32 90 31
ელფოსტა: shilakad@gtu.ge
 
 
 
დაიბადა 1938 წელს. 1956წ წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი სპეციალობით „სამშენებლო და საგზაო მანქანები და მოწყობილობა“.
1969წ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „პლასტმასის სადებებიანი სრიალის საკისრების მუშაობის უნარის გამოკვლევა და გაანგარიშება სასაზღვრო  ხახუნის დროს“.
1993წ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “მექანიკური სისტემების საიმედოობის მთავარი კრიტერიუმების ოპტიმიზაციური სინთეზის საინჟინრო მეთოდები”.
გამოქვეყნებული აქვს 75 სამეცნიერო შრომა, მათ შორის @28 გამოგონებაა, 6 სახელმძღვანელო და მონოგრაფია (მათ შორისაა: „სამშენებლო მანქანების საიმედოობის საფუძვლები“, „ტრიბოტექნიკა“, „სამშენებლო მანქანები და მექანიზმები“, `მექანიკური მოწყობილობის საიმედოობის საფუძვლები~).
მეცნიერული მუშაობის ძირითადი მიმართულებაა: ტრიბოტექნიკა და ტრიბოლოგიური სისტემების საიმედოობა და მათი საინჟინრო გაანგარიშების მეთოდების შემუშავება. ამოხსნილი აქვს დრეკადობის თეორიის კონტაქტური ამოცანა სრიალის საკისრის მზიდი უნარის განსაზღვრის მიზნით.
კათედრა ატარებს საცდელ-სამეცნიერო და საკონსტრუქტორო სამუშაოებს ძირითადად ამწე-სატრანსპორტო მანქანა-მოწყობილობის და სხვა სამშენებლო ტექნიკის ხაზით.  
 
მ.შილაკაძის გამოქვეყნებულ  შრომებში მისი მოღვაწეობის საკვანძო მეცნიერული სტატიები და სახელმძღვანელოებია:
  1. Методика расчета пластмассовых подшипников скольжения при     ограниченной смазке.
         Механика машин. Инженерная механика полимеров.    «Мецниереба», 1968.
  2. Новое в подъемно-транспор-тном машиностроении (Тезисы всесоюзной н-т кон-
         ференции). Государственный технический университет им.Н.Э. Баумана. Москва,1991.
  3. კონტაქტური ძაბვების განსაზღვრა ტრიბოლოგიურ სისტემებში. საქართველოს მ.ა. `მოამბე~,
       № 2,    ტ.147, 1993.
  4. კონტაქტური  ძაბვების  და  მუშაობის  უნარის განსაზღვრის  თავისებურებანი
      ტრიბოლოგიურ სისტემებში. სტუ შრომები, #3(414) საიუბილეო გამოცემა. 1997.
  5. The Issues of Determination of the Calculative Flexibility Module in Sliding Bearings while Determining
        Contact Tensions. Bulletin of the Georgian Academy of Sciences, 162, n4. 2000.
  6.   Новая конструкция опорного узла гидротурбин с модульными элементами. Труды  ГТУ,
          №6 (439). 2001.
  7. მასალის საანგარიშო დრეკადობის მოდულის ექსპერიმენტული კვლევა სხეულის დეფორმაციათა შეზღუდვის პირობებში. ჟურნალი `ტრანსპორტი~ #1-2. 2005.
  8. ტრიბოტექნიკა. საქათველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. თბილისი, 2005 -180გვ.
  9. მექნიკური სისტემების საიმედოობის მაჩვენებლების განაწილების ექსპონენციალურ კანონი კვადრატული მაჩვენებლით. ჟურნალი ,,მეცნიერება და ტექნოლოგიები’’ # 4-6. 2009.
  10. მექანიკური მოწყობილობის საიმედოობის საფუძვლები. თბილისი, 2009 -401გვ.
 
მ. შილაკაძის უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავებული და გადაცემული იქნა წარმოებას რიგი მანქანა-მოწყობილობებისათვის კონსტრუქციული და სხვა ტიპის დოკუმენტაცია, მათ შორისაა:
  • თვითმონტირებადი, მობილური კოშკური ამწე წერტილოვანი ობიექტებისათვის _ КБ-201 _ (3 საავტორო მოწმობით);
  • ხარიხა ამწის (`ჯორჯიანტრანს ექსპედიცია-ფოთი~)  მოდერნიზება მისთვის საკონტეინერო ამწის ფუნქციის მინიჭებით, მალის დაგრძელებით (12მ-ით) და აწევის სიმაღლის გადიდებით (3მ-ით);
  • დამტვირთველის ბაზაზე მცირე გაბარიტული საკომუნიკაციო არხმჭრელი ქალაქის ვიწრო პირობებში ფუნქციონირებისათვის (3 საავტორო მოწყობილობა);
  • ენგურჰესის კაშხალზე ფუნქციონირებადი ტექნოლოგიური დანიშნულების ამწე-სატრანსპორტო საშუალებების რეანიმაცია და მოდერნიზაცია;
  • სამების ტაძრის მშენებლობის უზრუნველყოფა ამწე დანადგარით კოშკური ტიპის ამწის მოდერნიზების გზით;
  • ლიფტებში ბაგირმატარიანი ბორბლის წევის უნარის და ბაგირის სიმტკიცის მარაგის მინიმალური კოეფიციენტის გაანგარიშებების მეთოდიკის შემუშავება საერთაშორისო EN81-1:1998 სტანდარტის გათვალისწინებით.
 
 
მ. შილაკაძე ეწევა მეცნიერულ მუშაობას ზემოთ მოხსენიებული სამეცნიერო მიმართულებით და შეუძლია მეცნიერული ხელმძღვანელობა გაუწიო საქართველოს და სხვა ქვეყნის დოქტორანტებს დოქტორის აკადემიური ხარისხის ქვემოთ ჩამოთვლილი საკვალიფიკაციო შრომების დამუშავების დროს:
  1. სამშენებლო ტექნიკის მძიმედ დატვირთული საყრდენი კვანძების მქ კოეფიციენტის დადგენა ამძრავში  გამოყენებული  მექანიკური  გადაცემის  სახის  მიხედვით  და  მისი  შერჩევის ოპტიმიზაციის გზები.
  2. ლიფტების ბაგირმატარი ბორბლის წევის უნარის და მისი ოპტიმალური კონსტრუქციული პარამეტრების დადგენა საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.
  3. სრიალის საკისრების ზიდვის უნარის დადგენა დრეკადობის თეორიის შესაბამისი კონტაქტური ამოცანის ამოხსნის გზით სხვადასხვა ტიპის საყრდენი კვანძებისათვის.
  4. დაღლილობითი პროცესის მოდელირების პრობლემები მექანიკური მოწყობილობის ტიპიური დეტალებისათვის ოპტიმალური და მასშტაბური პარამეტრების განსაზღვრის მიზნით.
  5. ტრიბოლოგიური პროცესების გამოკვლევა ამწე-სატრანსპორტო მანქანების შეუღლებაში `თვალი-რელსი~.
  6. ლიფტების ამძრავების ახალი კინემატიკური სქემების შემუშავება და გამოკვლევა.
  7. სამშენებლო ტექნიკის ტიპიური დეტალების გამოკვლევა და საიმედოობის მაჩვენებელთა ოპტიმიზაცია დაღლილობითი სიმტკიცის კრიტერიუმებით.
  8. მათემატიკური მოდელის შემუშავება მოდულურელემენტებიანი, დიდგაბარიტიანი სრიალის საკისრების საინჟინრო გაანგარიშებისა და კონსტრუქციული პარამეტრების შერჩევისათვის.
  9. მოდულურელემენტებიანი, დიდგაბარიტიან სრიალის საკისრებში რიგი პერსპექტიული, ანტიფრიქციული მასალების თვისობრივ-რაოდენობრივი შეფასება.
  10. სამშენებლო ტექნიკის მუხლუხა სავალი მექანიზმის გადაადგილების წინაამდეგობის შემცირების გზების ძიება და მისი კინემატიკური და გეომეტრიული პარამეტრების დადგენა ახალი კონსტრუქციული მასალების გამოყენების დროს.
  
 




სტუ © 2010. ყველა უფლება დაცულია