წარმომადგენლობითი საბჭოს (რიგგარეშე) სხდომა ¹18
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. 2008 წლის სტუ-ს ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება;
2. მიმდინარე საკითხები.
წარმომადგენლობითი საბჭოს (რიგგარეშე) სხდომა ¹18 ჩატარდება
2007 წლის 28 დეკემბერს 14 საათზე
სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს
2007 წლის 28 დეკემბრის სხდომის ოქმი ¹18
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომას, სიითი შემადგენლობის 71 წევრიდან, ესწრებოდა 62. სხდომას უძღვებოდა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე.
სხდომის თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს გააცნო დღის წესრიგი
(იხ. დანართი). საბჭომ ერთხმად უყარა კენჭი წარმოდგენილ დღის წესრიგს.
სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ 2008 წლის სტუ-ს ბიუჯეტის
პროექტის წარმოდგენისათვის სიტყვას გადავცემ სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილს.
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ წინა სხდომაზე დამტკიცებული იქნა
ბიუჯეტის შედგენის წესი, რომელიც წარმოადგენს ცენტრალიზებულს. ეს განაპირობა იმ ობიექტურმა სიტუაციამ, რაც შექმნილია სტუ-ში. ჩვენ წარმოვადგინეთ ბიუჯეტის პროექტი. ბიუჯეტი მეტ-ნაკლებად დეფიციტურია. შეიცვალა ზოგიერთი მუხლი: ზოგი შემცირდა, ზოგი გაიზარდა. შიში იმისა, რომ დეფიციტი გაჩნდება არ არის, რადგან ჩვენ ეს დეფიციტი შევავსეთ ნაშთით. Bიუჯეტის პროექტის ერთიანი პაკეტი, შედგება რამდენიმე დოკუმენტისგან. წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტი და დანართები. ბიუჯეტის პროექტის შედგენის პროცესში მიმდინარეობდა შეხვედრები როგორც დეკანებთან, ისე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებთან. აღინიშნა, რომ დონორი ფაკულტეტები მიიღებენ უფრო მეტ თანხას ტექნიკისა და სარემონტო სამუშაოებისათვის ეს ყოველთვის ასე იყო. პროექტის მიხედვით _ სახელფასო ფონდი არის საკმაოდ გაზრდილი, გათვალისწინებულია 25%-იანი დაბეგვრა. სახელფასო ფონდის გაზრდა გამოიწვია ამ დაბეგვრამ. აღნიშნულის გათვალისწინებით დასამტკიცებლად არის წარმოდგენილი სტუ-ს პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობა. (იხ.დანართი 6).წარმოდგენილი სახელფასო მატება განხორციელდეს 1 იანვრიდან. 1 მარტიდან მოხდება აკადემიურ თანამდებობებზე მყოფი პირებისთვის ხელფასის მომატება. რამდენით? ჯერ არ ვიცით, მაგრამ ეს განისაზღვრება თებერვალში. დეკემბერში ყველა თანამშრომელმა მიიღო ერთი თვის ხელფასი პრემიის სახით (ნაშთიდან იქნა გამოყოფილი). მომავალში გათვალისწინებულია უფრო მეტი სარემონტო სამუშაოები, ვიდრე აქამდე იყო. პირველ კორპუსში უნდა შეიცვალოს ფანჯრები. გარდა ამისა კომპიუტერული ტექნიკის შეცვლისთვის გამოყოფილია 600 000 ლარი. ყველას სჭირდება კომპიუტერები, განსაკუთრებით ინფორმატიკის ფაკულტეტს. საჭიროა საკანცელარიო საქონელიც. ჩვენ გვქონდა შეღავათი კომუნალურ ხარჯებზე, კერძოდ წყალზე. იმის გამო, რომ I, VIII და VI კორპუსის ტუალეტებში მოხდა მექანიკურიჩამოსარეცხი საშუალებების დამონტაჟება, ჩვენ მივიღეთ ეკონომია. როგორც კი დამონტაჟდება გათბობის სისტემა, ჩვენ მზად ვართ გავათბოთ I კორპუსის VI კორპუსი, ასევე III და IV კორპუსები. _ რაც შეეხება ელექტროენერგიას და წყალს, იგი დაანგარიშებულია მრიცხველის ჩვენების საფუძველზე. ადრე, 2 სთ-ის შემდეგ არც დენი იყო და არც წყალი. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. დასუფთავების ხარჯები იანგარიშება 1 სტუდენტი X 0,25 _ ეს არის დასუფთავებაზე გადასახდელი თანხა. გარდა ამ გადასახადებისა არის ქონების გადასახადი, საურავები, ჯარიმები და დაზღვევა. სტუ-ს საერთო საცხოვრებელი, რომელიც მდებარეობს ნუცუბიძის პლატოზე, 2007 წელს დაუბრუნდა სახელმწიფოს. ჩვენ აღარ ვიხდით ქონების გადასახადს. სტუდენტების გადასახადების მაჩვენებელი ავიდა 92%. წინა წლებში ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იყო. 2007 წელს არცერთი სასამართლო პროცესი არ წაგვიგია ჩვენმა კოლეგებმა, ვინც ვერ გავიდნენ აკადემიურ თანამდებობებზე მიმართეს სასამართლოს. ეს პროცესები ისევ გრძელდება ზედა ინსტანციებში. რაც შეეხება იჯარებს: ყველა იჯარის ხელშეკრულების გადაფასება მოხდა თავიდან და ყველა მოიჯარეს გადაეგზავნა წერილები. მოსაფიქრებლად მიცემული აქვთ ერთი წელი, რომელიც გადის აპრილში. სტუ-ს მიერ გაცემული ფართების უმრავლესობას წარმოადგენს კედლები და სახურავები. საიდანაც 2006 წელს შემოვიდა 36000ლარი; 2007 წელს - 374000 ლარს ველოდებით. III - IV კორპუსის პირველი სართული და რესტორანი "ორიენტი" ისევ ჩვენია. ისინი იხდიან თანხას და ეს თანხა შემოდის უნივერსიტეტში შემოსავლების სახით. რაც შეეხება ტელეფონებს - კლასიფიკატორი არსებობს ფინანსთა სამინისტროს მიერ ინტერნეტ მომსახურებაზე და სატელეფონო საუბრებზე. სტუ-ს ნომრების ნაწილს დაგაიხდის უნივერსიტეტი, ნაწილის გადახდა კი მოუწევთ თანამშრომლებს. მე ვაპირებ ყოველ თვიურად გავცე ლიმიტი ადმინისტრაციის თანამშრომლებზე მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ხოლო დეკანებზე განსაზღვრული ლიმიტი შეადგენს 50 ლარს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 3 პირს არ ეხება ლიმიტი: რექტორს, რექტორის მოადგილესდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. _ ზაფხულში საწვავის დიდი ნაწილი წავიდა სარემონტო სამუშაოებზე. სამთო და სატრანსპორტო ფაკულტეტებს სასწავლო პროცესისათვის სჭირდებათ საწვავი. ყველა ეს ციფრი ასახულია ბიჯეტის პროექტში და მის დანართებში. გთხოვთ მხარი დაუჭიროთ წარმოდგენილ ბიუჯეტს.
სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ დასკვნისათვის სიტყვას გადავცემ
წარმომადგენლობითი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკური საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს პროფ. დავით ჯაფარიძეს.
პროფ. დავით ჯაფარიძე _ ჩვენი კომისიის მოსაზრებები და
გადაწყვეტილებები პროექტის სახით გაქვთ დარიგებული.U უნდა ითქვას, რომ ბიუჯეტი დაგეგმილია პესიმისტურად. საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება: _ სტუდენტთა საფასურის ამოღება იქნება 80%. დღეს აკადემიური საბჭო იხილავს ამ საკითხს. საბაზო ხარჯები გადასახედია, ერთად მივაღწიოთ იმას, რომ გადასახადი გაიზარდოს ორჯერ, რომ გადასახადებში მივიღოთ ერთი მილიონი ლარი. _ პრობლემაა ის, რასაც ჩადის კავკასიის ბიზნეს სკოლა. არც ერთი კაპიკი არ აქვს ჩარიცხული და 2 წლის განმავლობაში უკანონოდ ფლობს ჩვენს ტერიტორიას და პრინციპულად არ იხდის გადასახადს. აქედან გამომდინარე ჩვენ რატომ დავეთანხმეთ იმ ციფრებს, რაც იქნა წარმოდგენილი. _ ძალიან არაკონტროლირებადი გახდა პროფესიული სასწავლებელი. ხდება სტუდენტთა გადინება. ყოველ კვარტალურად უნდა მოხდეს საბიუჯეტო ნაწილის განხილვა (შემოსავლები და გასავალი). რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს: 1. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე არ მიდის მუშაობა. უნდა დაიწეროს პროგრამა. გარდა სოციალური საკითხებისა, დადებითი არის კომპიუტერების შეძენა და სარემონტო სამუშაოების ჩატარება. შენობა-ნაგებობების დაცვაზე ხარჯები გაზრდილია 500 000 ლარით. ეს კომისიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. იქნებ ამ საკითხთან დაკავშირებით თავი შევიკავოთ. უნივერსიტეტში აღდგენილი უფროსი მასწავლებლებისა და მასწავლებლების სტატუსი. თუ ჩვენ ვაპირებთ ამ სტატუსის შემოღებას, ჩვენ უნდა დავთვალოთ როგორ და როდის მოხდება ამის გადაწყვეტა, ეს პრობლემა სერიოზულად უნდა იქნეს დათვლილი. რაც შეეხება ხელფასის მომატებას, აკადემიურ პერსონალზე 1 მარტიდან 20%-ით უნდა მოხდეს ხელფასების ზრდა, იმის მიხედვით თუ როგორ წავა საშემოსავლო საკითხების მიმდინარეობა. არც ერთი თეთრი არ უნდა იყოს გაწერილი ისე, რომ მას არ ახლდეს მიზნობრივი პროგრამა. 2008 წლის 15 თებერვლამდე დამუშავდეს და პროგრამულად გაიწეროს ყველა პუნქტი. დადებით მომენტად უნდა აღინიშნოს, რომ დღეს უნივერსიტეტს გააჩნია იმის საშუალება, ყველა ვალდებულება გასტუმრებული აქვს და ამდენი წლის მანძილზე პირველად გასცეს პრემია. _ ჩვენი საბჭო ადმინისტრაციასთან ერთად ცალკე განიხილავს იჯარების საკითხს.
აკადემიური საბჭოს პროფ. ზურა ლომსაძე _ მაქვს 4 შეკითხვა.
1. დაბეგვრის სისტემის შეცვლის გამო, სახელფასო ხარჯებთან დაკავშირებით, რატომ გაიზარდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი?
2. იჯარის ქირის გაზრდას რატომ ჭირდება ერთი წელი? 3. რატომ არ ვუჩივით კავკასიის ბიზნეს სკოლას საკანონმდებლო ორგამოებში? 4. დაცვა იყოს შერჩევით.
პროფ. იგორ კვესელავა _ აქ ასახული არ არის მოწვეული პროფესორებისათვის გამოყოფილი რაღაც თანხა. ხომ არ არის საჭირო გამოგვეყო გამოჩენილი პროფესორი ან გამოჩენილი პირი და ეს თანხა ახლავე ჩაგვედო?
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ ბატონ დავითს და კომისიის შემადგენლობას მინდა მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისათვის. _ თუ არ იქნება განსაზღვრული გამოჩენილი პროფესორის ან გამოჩენილი პირის, დეფინიცია, მაშინ არ გვეცოდინება თუ ვის მივაკუთვნოთ იგი ეს აკადემიური საბჭოს გადასაწყვეტია. _ ბიზნეს სკოლის საკითხთან დაკავშირებით, _ ქირა მათ არ ჰქონდათ გადასახდელი, რადგან ეს სკოლა შექმნილი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. ტექნიკური უნივერსიტეტი იყო დამფუძნებელი და სტუდენტები ითვლებოდნენ სტუ-ს სტუდენტებად. შედეგად მივიღეთ ის, რომ ისინი ყველაფერს თვითონ ყიდულობდნენ და მათ მაინც აქვთ ვალი. უბრალოდ მათ ჭირდებათ გრაფიკი და დრო. დღეს სტუ-ს ანგარიშზე დაჯდება 20 000 დოლარი. სარემონტო სამუშაოებზე წინასწარ ვერ მოხდა
ხარჯების სკურპულოზური გაწერა. მასწავლებლის და უფროსი მასწავლებლის ხელფასი ცალკე პუნქტად გამოყოფილი არ არის და ის სემესტრის ბოლოს აღარ დაკმაყოფილდება. დაცვის სამსახურის შემოყვანა გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ ნელ-ნელა ჩვენ უნდა შემოვიტანოთ ისეთი მომსახურება, რომელიც არის საკმაოდ მომგებიანი. იმის გამო, რომ არსებობს შანსი იმისა, რომ დაცვაიაფად ვიყოდოთ, ჩვენ გამოგვინთავისუფლდება 300 000 ლარი. ყველა მომსახურებას, რომელიც 50 000 ლარზე მეტია სჭირდება ტენდერი. ჩვენ გამოვაცხადებთ ტენდერს დაცვაზე და მოიგებს ის, რომელიც იაფად და კარგად შემოგვთავაზებს'ამ სამუშაოს.
ჩვენ წესრიგი გვაქვს 'დასაცავი.
წარმომადგენლობით საბჭოს სხდომას ესწრებოდა სტუ-ს რექტორი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და განსაკუთრებით წარმომადგენლობითი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკური საკითხების შემსწავლელ მუდმივმოქმედ კომისიას და მის თავმჯდომარეს პროფ. დავით ჯაფარიძეს ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.
სპიკერმა კენჭი უყარა 2008 წლის სტუ-ს ბიუჯეტის დამტკიცებას.
2008 წლის სტუ-ს ბიუჯეტს კენჭი ეყარა ერთხმად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2007 წლის 28 დეკემბრის ¹18 სხდომის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა ¹ 1
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2008 წლის
ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 18-ე მუხლის
გ- პუნქტის და სტუ-ს ბიუჯეტის შედგენის წესის საფუძველზე სტუ-ს წარმომადგენლობითმა საბჭომ გადაწყვიტა:
მუხლი 1. დამტკიცდეს სტუ-ს 2008 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი და იგი განისაზღვროს 18 224 993 ლარის ოდენობით წარმოდგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად.
მათ შორის:
I _ ნაშთი წლის დასაწყისში _ 1634800 ლარი;
II _ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბაზური დაფინანსება _ 3681339 ლარი;
III _ სამეცნიერო გრანტები _ 172554 ლარი;
IV _ ფასიანი სწავლებიდან _ 12028112 ლარი;
V _ იჯარიდან _ 374000 ლარი;
VI _ სამეცნიერო-სახელშეკრულებო სამუშაოებიდან _ 154188 ლარი;
VII _ ეკონომიკური საქმიანობიდან _ 180000 ლარი;
სტუ-ს 2008 წლის მთლიანი შემოსავლები წარმოდგენილია ეკონომიკური კლასიფიკატორის მიხედვით
მუხლი 2. დამტკიცდეს 2008 წლის საგასავლო ნაწილი და იგი განისაზღვროს კლასიფიკატორის შესაბამისად 18 224 993 ლარის ოდენობით.
მათ შორის:
1. 2008 წლის სახელფასო ფონდი 11659,16 ლარი, (დანართი 1-ის)
შესაბამისად;
2. შენობა-ნაგებობების და მოწყობილობების მიმდინარე რემონტის ხარჯები
(ლიფტების მომსახურეობის ხარჯები) 718750 ლარი. (დანართი 3-ის)
შესაბამისად;
3. კომპიუტერული ტექნიკის შეძენა 600000 ლარი. (დანართი 5-ის)
შესაბამისად;
4. ელექტროენერგიის ხარჯები 723280 ლარი;
5. წყლის ხარჯები 715740 ლარი;
6. გათბობის ხარჯები 289760 ლარი;
7. ქონების გადასახადი 70000 ლარი. (დანართი 4-ის) შესაბამისად;
8. მიწის გადასახადი 20400 ლარი. (დანართი 4-ის) შესაბამისად;
9. ქონების დაზღვევის გადასახადი 17000 ლარი. (დანართი 4-ის) შესაბამისად;
10. მოგების გადასახადი 400000 ლარი (დანართი 4-ის) შესაბამისად;
11. საკანცელარიო საქონლის შეძენის ხარჯები 74597.75 (დანართი 2-ის)
შესაბამისად;
12. ეკონომიკური კლასიფიკატორის მიხედვით განსაზღვრული სხვა
ხარჯები;
13. სტუ-ს ადმინსტრაციის ხელმძღვანელმა (ქალბატონი ქეთი ქოქრაშვილი):
ა) უზრუნველყოს ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილების
განუხრელი შესრულება;
ბ)'ეკონომიკური კლასიფიკატორის მიხედვით განსაზღვრული ბიუჯეტის ' ხარჯვითი ნაწილის ყველა პარამეტრის შესაბამისად შეიმუშავოს
მიზნობრივი პროგრამები და წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინოს
2008 წლის პირველი თებერვლისთვის;
გ)'როგორც წესი, კვარტალში ერთხელ წარმომადგენლობით საბჭოს
წარუდგინოს ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
დ) 2008 წლის პირველი იანვრიდან სტუ-ს პერსონალის შრომის
ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს დანართი ¹ 6-ს შესაბამისად.
14. 2008 წლის პირველი მარტიდან განხორციელდეს აკადემიურ
თანამდებობებზე მყოფ პირთათვის ხელფასის მატება მინიმუმ 20%-ით;
15. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნება დაერთოს სტუ-ს დამტკიცებულ
ერთიან ბიუჯეტში წლის განმავლობაში დაუცველი მუხლების მთლიან
ასიგნებებში განახორციელოს ცვლილებები 10%-ის ფარგლებში;
16. 2009 წლის პირველი იანვრისათვის სტუ-ს ბიუჯეტის ნაშთის მოცულობა
განისაზღვროს ერთი მილიონი ლარით.
სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი 2008 წლის სტუ-ს ბიუჯეტის დამტკიცებას.
სპიკერმა, პროფ. ეკატერინე თევზაძემ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს აუწყა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოიწურა, საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა სხდომაში მონაწილეობისთვის და სხდომა დახურულად გამოაცხადა.
წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, პროფესორი /ეკატერინე თევზაძე/
სხდომის მდივანი,
ასოცირებული პროფესორი /გინა გურეშიძე/
|