13 თებ

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში -კანდიდატურების მიღება დაწყებულია!

"სამაგისტრო სტიპენდიები 2020-2021" ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.
29 იან

სტუ-ის პროფესორები კავკასიის ღვინის კულტურული მარშრუტის პირველ საერთაშორისო ასამბლეას დაესწრნენ

სტე-ის აგრარული მეცნიერებების  და ბიოსისტემების ინჟინერინგისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების პროფესორები ნინო ჩხარტიშვილი და თამარ ქობლიანიძე აზერბაიჯანის დედაქალაქში,  ბაქოში გამართულ კავკასიის ღვინის მარშრუტის პირველ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ.
ყველა სიახლე

ცნობილი მეღვინე თემურ გონჯილაშვილი მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა

11/22/2018








პროექტის “საჯარო ლექციები სტუდენტებთან” ფარგლებში, 22 ნოემბერს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
პროფესორმა და ცნობილმა მეღვინემ თემურ გონჯილაშვილმა სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა თემაზე: “ქვევრის ღვინო, მისი ფენომენი და შესაძლებლობები” . მან ახალგაზრდებს ქვევრის ისტორია შეახსენა, მიმოიხილა მისი დამზადებისა და დამუშავების თავისებურებები, ისაუბრა ქვევრის როგორც ფენომენალურ მოვლენაზე, ყურადღება გაამახვილა ქვევრში მიმდინარე იმ ფიზიკო-ქიმიურ და ბიოქიმიურ პროცესებზე, რომლის შედეგია დღეს მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილი “ქვევრის ღვინო”.
პრეზენტატორმა ხაზი გაუსვა ქართული ღვინის პოტენციალსა და შესასძლებლობას მსოფლიო ბაზარზე. მიმოიხილა ქვეყნისათვის ღვინის ტურიზმის განვითარების საკითხები.

ბატონმა თემურმა მომავალ მეღვინეებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და შეახსენა რომ “ღვინო - მსგავსად თოთო ბავშვისა მოითხოვს სიყვარულსა და სითბოს”.
ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

თემურ გონჯილაშვილმა საქართველოს სასოფლო სამეურეო ინსიტუტის მებაღეობა-მევენახეობა და მეღვინეობის ფაკულტეტი 1981 წელს დაამთავრა. 2004 წელს მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
ღვინის კომპანიებში წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა ტექნოლოგიურ პროცესებს, რასაც ღვინის ხარისხი და მირებული ჯილდოები მოწმობს. დღესაც, იგი გახლავთ ღვინის კომპანია “კახური ღვინის მარნის” მთავარი ტექნოლოგი.
არის მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის წევრი.

 

სიახლეებში დაბრუნება