29 ივლ

დისერტაციის დაცვა

2020 წლის 30 ივლისს 12 საათზე შედგება სადოქტორო პროგრამა "აგრარული ტექნოლოგიების" დოქტორანტ თათია ხოსიტაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
29 ივლ

დისერტაციის დაცვა

2020 წლის 30 ივლისს 14 საათზე შედგება სადოქტორო პროგრამა "სატყეო საქმის" დოქტორანტ მალხაზ სამადაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
ყველა სიახლე

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან

06/12/2019 ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სატყეო მიმართულების სტუდენტებს შეხვდა და მათ სატყეო სექტორის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების არსებობა. მთავარი პრობლემაა ის, რომ ქვეყანა შესაბამისი კვალიფიკაციის მეტყევე სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. ამიტომ, სააგენტოს ინიციატივით, წარჩინებული სტუდენტები სტაჟირებას სატყეო სააგენტოში გაივლიან, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, შესაბამის რეგიონულ სატყეო სამსახურებში დასაქმდებიან.
სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებში უკვე დასაქმდა 15 მეტყევე-ტაქსატორი, რომლებიც სააგენტოს სპეციალისტებმა გადაამზადეს.
         
        

 

სიახლეებში დაბრუნება