24 ივლ

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის III კურსის, 4790ა ჯგუფის სტუდენტები: ანა თოფურია და როინ ბერულავა საამკინძაო ლაბორატორიაში საწარმოო პრაქტიკაზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიაში უნივერსიტეტსა და ცენტრს შორის დადებულ მემორანდუმის ფარგლებში.
08 ივლ

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის

გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შპს გეფა ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის დაგეგმა ონლაინ შეხვედრა.
შეხვედრის დრო- 28 ივლისი, 13:00 -სთ. ლინკზე შეომოსასვლელად, სტუდენტს ჩამოტვირთული უნდა ჰქონდეს ZOOM-ის აპლიკაცია. შემდგომ, ლინკზე მაუსის დაკლიკვით შეძლებენ შეხვედრაზე შემოსვლას.

Time: Jul 28, 2020 13:00

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/81159118541?pwd=S1Nsd0NPWkFqS3lkYm1OTVMxb0YvUT09

03 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს ქიმიაში ახალ პროექტს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლეებს სექტემბრიდან ახალ პროექტს სთავაზობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს


05 ივნ

შეხვედრა პსპ-სთან. 9 ივნისი 17:00 სთ


შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeL8Vvj-AO-NkcnSi28dszwq6ozrkA1uVZ8DM9tnwDNklCUng/viewform

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 231 444 სოფო; 591 902 412 თიკო;

სიახლეების სრულად ნახვა

რეზიუმე

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფალულტეტი - რეზიუმე
მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი


ირაკლი ქაშაკაშვილი

პედაგოგი

ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი
პროფესორი

ფაკულტეტის საბჭოს წევრი

ოჯახური მდგომარეობა :
1952

კონტაქტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
კოსტავას ქ. № 69
10 კორპუსი
, ოთახი 426

მობ : 599-623-423
ტელ : 236-46-04
შიდა : 69-94
ელფოსტა : i.kashakashvili@gtu.ge
განათლება :

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიუ¬ლი ფაკულტეტი შავი ლითონების მეტალურგიის სპეციალობით (1969-1974 წ.წ.); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურ¬გიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურა ლითონ¬მცოდნეობისა და ლითონთა თერმული დამუშავების სპეციალობით (1978-1982 წ.წ.).
კვალიფიკაცია :

ინჟინერ-მეტალურგი
პუბლიკაციები :

74 მეცნიერული ნაშრომი. მათ შორის: 2 აღმოჩენა; 33 სტატია; 12 კონფერენცია (სიმპოზიუმი, კონგრესი); 27 გამოგონება; 1 სასარგებლო მოდელი, 1 დეპონირებული სამეცნიერო-ტექნიკუ¬რი ანგარიში; 1 საკანდიდატო დისერტაცია და მისი ავტორეფერატი.
კვლევის სფერო :

მასალათმცოდნეობა, შავი ლითონების მეტალურგია.
სამუშაო გამოცდილება :

1973-1979 წლებში რუსთავის მეტაულურგიული ქარხნის მარტენის საამქროს მეფოლადის ხელშემწყობი, სააირე მეურნეობის ოსტატი, საღუმელე მალის ოსტატი; 1979-2005 წლებში ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის მასალათა თვისებების ლაბორატორიის უფროსი ინჟინერი, წამყვანი ინჟინერი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრო¬მელი (საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიერ 1979-1990 წლებში შესურულებული 11 სამეცნიერო-კვლევი¬თი სამუშაოს ანგარიშების თანაავტორი, მათ შორის 7-ისა, როგორც სამეურნეო თემების პასუხისმგებელი შემსრულებელი), ხოლო 1984-1988 წლებში – ლითონთა ტექნოლოგიისა და ლითონ¬მცოდნეობის და 1991-1999 წლებში – ჩა¬მოსხმის, შედუღებისა და ახალი ტექნოლოგიური პრო-ცესების კათედრის ასისტენტი, 1991-
-2005 წლებში ამავე კათედრის დოცენტი (შეთავსებით), 2006-2013 წლებში – სამსხმელო წარ¬მოებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების მიმართულების ასოცირებული პროფესორი, 2013 წლიდან – ამავე მიმართულების სრული პროფესორი; 1996-1998 წლებში – საქართველოს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში რეგისტრირებული ექსპერტ-აუდიტორი ლითონ¬პროდუქციის სერტიფი¬კაციის, წარმოების ატესტაციის და ლაბორატორი¬ების აკრედიტაციის სფეროში.
მიღებული ჯილდოები :

საქართველოს სახელმწიფო პრემია ტექნიკის დარგში 1993 წელს 1975...1990 წლებში თანაავ¬ტორე¬ბთან ერთად შესრულებული ნაშრომისათვის „ეკონომიურად ლეგირებული ფოლადე¬ბისა და პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება-დანერგვა საწარ¬მოო ციკლში „ფოლადი – მზა პროდუქცია“.
საერთაშორისო კონტაქტები :

რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი
აღიარება :

მეტალურგიული ტერმინების ქართულ-რუსულ-უკრაინულ-ინგლისურ-გერმანულ-ფრან¬გული და უკრა¬ინულ-ქართულ-რუსულ-ინგლისურ-გერმანულ-ფრან¬გული ლექსიკონების სამეცნიე¬რო რედაქტორი