03 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს ქიმიაში ახალ პროექტს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლეებს სექტემბრიდან ახალ პროექტს სთავაზობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს


05 ივნ

შეხვედრა პსპ-სთან. 9 ივნისი 17:00 სთ


შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeL8Vvj-AO-NkcnSi28dszwq6ozrkA1uVZ8DM9tnwDNklCUng/viewform

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 231 444 სოფო; 591 902 412 თიკო;

11 მაი

ყურადღება!

2019-20 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შუალედური გამოცდები, სამივე საფეხურზე, დისტანციურად (ონლაინ http://elearning.gtu.ge ), ჩატარდება 18-22 მაისის ჩათვლით!

შუასემესტრული გამოცდების ცხრილი.
01 მაი

პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ!


შუალედური გამოცდის მომზადებისა და ჩატარების ვიდეოინსტრუქცია - I ეტაპი
გთავაზობთ შუალედური გამოცდის მომზადებისა და ჩატარების ვიდეოინსტრუქციას იმ საგნებში, რომელიც ცენტრალიზებულად არ ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტესტირების ცენტრის მიერ.
შუალედური გამოცდის მომზადების პროცესი ორი ეტაპისაგან შედგება.
I ეტაპზე, 4 მაისის ჩათვლით, თითოეულმა პედაგოგმა, რომელიც გამოცდას ჩაატარებს, უნდა განსაზღვროს საგამოცდო დავალებების ვარიანტების რაოდენობა კონკრეტულ საგანში და ეს ინფორმაცია ასახოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე elearning.gtu.ge

შუალედური გამოცდის მომზადებისა და ჩატარების ვიდეოინსტრუქცია - I ეტაპი


სიახლეების სრულად ნახვა

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული -

სალექციო კურსი მასალათმცოდნეობაში

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

 

06-06-201821-25 მაისს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) გაიმართა Erasmus+ საერთაშორისო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ლოლაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს 21 ქვეყნის უნივერსიტეტების 48 წარმომადგენელი, მათ შორის სერბეთიდან, ალბანეთიდან, კოსოვოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონდურასიდან, მექსიკიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სურინამიდან, ეთიოპიიდან, გვატემალადან, კოლუმბიიდან, მონტენეგროდან, კოსტა რიკიდან, ურუგვაიდან და ა.შ.

Erasmus+ საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებმა დაათვალიერეს სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი, კამპუსები, ლაბორატორიები, დაესწრნენ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს, სადაც ფაკულტეტისა და ლაბორატორიების ხელმძღვანელებმა უნივერსიტეტის სტუმრებს გააცნეს თავიანთი მიღწევები სასწავლო და სამეცნიერო სფეროში.
ასოც. პროფ. თამარ ლოლაძე ესტუმრა უახლესი აპარატურით აღჭურვილ ნანოტექნოლოგიების ლაბორატორიას და კატოვიცეში არსებულ მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის და ტრანსპორტის ფაკულტეტებს. მან დაათვალიერა ფაკულტეტებთან არსებული ლაბორატორიები, გაეცნო პოლონელი კოლეგების მდიდარ გამოცდილებას.
სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის ფარგლებში თამარ ლოლაძემ უნივერსიტეტის კატოვიცეს კამპუსში მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე მასალათმცოდნეობის სპეციალობის დოქტორანტებს წაუკითხა საჯარო ლექციები თემებზე: კომპოზიციური მასალები, ნანოფხვნილები და დანაფარები, სპეციალური დანიშნულების მასალები. სტუდენტებთან მან ასევე ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და   ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო აქტივობების შესახებ და მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში.

პროფ. იანუშ რიხტერთან, პროფ. ალექსანდრ სლადკოვსკისთან, სხვა პოლონელ კოლეგებთან და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განხლილული იქნა სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვირეული Erasmus+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. საგულისხმოა, რომ საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-ს პროფესორი იქნა შერჩეული.