საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის აკადემიურ დეპარტამენტთან არსებული STEM-აკადემიის მოსწავლეებმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვეს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულ მონაწილეთა გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია გასული წლის ბოლოს, 29 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში გაიმართა. საპატიო სტუმრის სტატუსით, ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება კელი დეგნანი ესწრებოდა