ციტირების მონაცემთა ბაზები

Scopus
არის რეფერირებადი ლიტერატურის აბსტრაქტებისა და ციტირებების უმსხვილესი ბაზა, რომელიც აღჭურვილია სამეცნიერო კვლევების ძიების/კონტროლის, ანალიზის და ვიზუალიზაციის ჩაშენებული ბიბლიომეტრიული მექანიზმებით. ბაზა მოიცავს 22800-ზე მეტ რეცენზირებად პერიოდულ ჟურნალს 5000 საერთაშორისო გამომცემლისგან ფუნდამენტურ, ზოგადსაგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ტექნიკურ, სამედიცინო და ხელოვნების სფეროდან. Scopus შეიცავს 69 მლნ ჩანაწერს 1788 წლიდან და 1.4 მილიარდ ციტირებულ რეფერენს 1970 წლიდან.

Web of Science
ამერიკული კორპორაცია Clarivate Analytics-ის (2016 წლამდე Thompson Reuters) საძიებო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო პუბლიკაციებისა და პატენტების რეფერატიულ მონაცემთა ბაზებს, მათ შორის ურთიერთციტირებულ მასალებს. Web of Science მოიცავს საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, საზოგადო, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებს. იძლევა ძიების, სტატისტიკური ანალიზისა და ბიბლიოგრაფიური ინფორმაციის მართვის საშუალებას.

Google Scholar
ამერიკული კორპორაცია Google-ის ყველა სამეცნიერო დარგის და ნაწარმოების ყველა ფორმის უფასო საძიებო სისტემა. სისტემა მწყობრშია 2004 წლის ნოემბრიდან.

Google Scholar-ი ასრულებს მსოფლიო მასშტაბით არა მხოლოდ ონლაინ დოკუმენტების ძიებას, არამედ ბიბლიოთეკების კატალოგებში აღნუსხულ გამოცემებზე.

„სამეცნიერო“ ძიების შედეგების გენერაცია ხდება სრული ტექსტური ჟურნალების სტატიებში, ტექნიკურ ანგარიშებში, პრეპრინტებში, დისერტაციებში, წიგნებში სხვა დოკუმენტებში და ვებ-გვერდებზე, რომლებიც „სამეცნიერო“ კატეგორიას მიეკუთვნება განთავსებული მინიშნებების (სხვა დოკუმენტებზე ბმულებით) გამოყენებით.

ძიების შედეგს Google Scholar აჩვენებს ბიბლიოგრაფიული აღწერის ფორმით სტატიების ბმულების დართვით. Google Scholar ითვლის ავტორის ციტირების სხვადასხვა ინდექსს მის ბაზაში ჩართული ინფორმაციის გამოყენებით.  

Google Scholar ციტირების ინდექსების აპარატის კორექტული მუშაობისთვის ავტორმა უნდა შექმნას პერსონალური პროფილი.