სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

26 მაი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ონლაინ ლექცია - „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საარქივო მასალების მიმოხილვა“ გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანისნავ ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სტუ-ის ასოცირებული პროფესორის, თამარ გაგნიძის ონლაინ ლექცია - „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საარქივო მასალების მიმოხილვა“
26 მაი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან, საქართველოს დროშის ფერებში განათდა
26 მაი

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს

ძვირფასო სტუდენტებო, კოლეგებო,
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
25 მაი

„საზოგადოების განვითარება პოსტკრიზისულ პერიოდში“ - ონლაინ საუბარი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძესა და ბონის უნივერსიტეტის პროფესორ მარკუს გაბრიელს შორის

„კოვიდ 19 და ამ რესპირატორული ვირუსით გამოწვეული ავადმყოფობა მუდმივად დარჩება ჩვენთან, ჩვენ მას ვერასოდეს გავაქრობთ”, -  ამის შესახებ ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიის კათედრის გამგემ, ფილოსოფიის ინტერნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარკუს გაბრიელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დავით გურგენიძესთან  ონლაინ საუბრისას განაცხადა
23 მაი

მიხეილ ჩხენკელი: „სამინისტროს ახალი პროექტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე სამთო მაშველის გადამზადების პროგრამის აღდგენა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალ სასწავლო პროექტს იწყებს, რომელიც სამთო-მაშველის გადამზადების პროგრამის აღდგენას გულისხმობს. აღნიშნული პროექტი, რომელიც უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს, მათ შორის, მაღაროებსა და შახტებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება
19 მაი

პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ!

შუასემესტრული საგამოცდო ნაშრომების გასწორების ვიდეოისტრუქცია
19 მაი

„ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“ - ევროპის საბჭოს კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“

ახალგაზრდებს, მასწავლებლებს, საგანმანათლებლო და ადამიანის უფლებების სფეროში ჩართულ ადამიანებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ,  გაეცნონ საჭირო ინფორმაციას ადამიანის უფლებათა სწავლების თანამედროვე, არაფორმალური მეთოდებისა და  ევროპის საბჭოს მიდგომების შესახებ
18 მაი

სტუდენტების საყურადღებოდ!

რეკომენდაციები შუასემესტრული გამოცდებისთვის
13 მაი

ქალბატონ თამარ ჭანტურიას 70 წელი შეუსრულდა

ქალბატონი თამარ ჭანტურია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე, უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, მრავალი თაობის აღმზრდელი, არაერთი წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი
13 მაი

II სემესტრის განახლებული სასწავლო განრიგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

ძვირფასო სტუდენტებო, გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ საგანგებო ვითარებაში, ობიექტური გარემოებების გამო, ცვლილებები განიცადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2019-2020 სასწავლო წლის მეორე (საგაზაფხულო) სემესტრის სასწავლო განრიგმა
12 მაი

შუასემესტრულ გამოცდებში მონაწილეობის ვიდეოინსტრუქცია სტუდენტებისთვის

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის მეორე (საგაზაფხულო) სემესტრის შუასემესტრულ საგამოცდო პროცესში მონაწილეობის დეტალურ ვიდეოინსტრუქციას ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
11 მაი

სტუდენტების საყურადღებოდ!

გთავაზობთ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე (საგაზაფხულო) სემესტრის შუასემესტრული გამოცდების განრიგს სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის
11 მაი

არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა - „მოხალისის ეროვნული ჯილდო 2020“

„მოხალისის ეროვნული ჯილდო 2020“ - ამ ინიციტივით არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან და საზოგადოებას იმ ადამიანების გაცნობას სთავაზობენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მოხალისეთა საქმიანობაში
11 მაი

„მე ვირჩევ თანასწორობას“ - საუბრები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან ერთად

14 მაისს, 4:30 საათზე კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, ევროპის საბჭოსა და სახალხო დამცველის ერთობლივ ონლაინ საუბრები ადამიანის უფლებების  ირგვლივ გაიმართება.  მოწვეული  სტუმარი  ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი იქნება.   საუბრის თემა “ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევები COVID-19 დროს“
11 მაი

კონფერენცია 2020 – „მათემატიკის ფუნდამენტური პრობლემები და განათლებაში ინტელექტუალური ტექნოლოგიების გამოყენება“ ივნისში ჩატარდება

კონფერენცია "მათემატიკის ფუნდამენტური პრობლემები და განათლებაში ინტელექტუალური ტექნოლოგიების გამოყენება", რომელიც ცნობილი მიზეზების გამო, 2020 წლის 23-24 აპრილს იყო დაგეგმილი, გადაიდო  და მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ონლაინ რეჟიმში ჩატარდება
11 მაი

პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ!

შუალედური გამოცდის მომზადებისა და ჩატარების ვიდეოინსტრუქცია -  II ეტაპი
08 მაი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსი „დიდი იდეების კონკურსი 2020“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს „დიდი იდეების კონკურსი 2020“ (Big Idea Challenge 2020) გაიხსნა. მსოფლიოში Covid-19-ის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით „დიდი იდეების კონკურსი 2020“ ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. კონკურსი ტარდება „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ (Creative Spark) პროექტის ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მიერაა მხარდაჭერილი და დაფინანსებული, პროექტის პარტნიორი კი დიდი ბრიტანეთის კილის უნვერსიტეტია
08 მაი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი StopCoV ფონდში თანხის გადარიცხვას აგრძელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ და მაისის დასაწყისში StopCoV ფონდში 35 000 ლარზე მეტი გადარიცხეს. გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტი StopCoV ფონდში შენატანებს მომავალ თვეებშიც განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
07 მაი

„ ჩვენი ხსნა ბუნებაშია“ - გრაფიკული პოსტერების კონკურსი ცხადდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს გრაფიკული პოსტერების კონკურსს სახელწოდებით ,,ჩვენი ხსნა ბუნებაშია“
06 მაი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ღია სამეცნიერო ვებინარი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში  ჩატარდება ღია სამეცნიერო ვებინარი თემაზე „მონაცემების დამუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების ინფორმაციული ტექნოლოგიები (პროგრამული პაკეტები)“

სიახლეები 1 - 20 of 3678