10-05-2019
სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ღია კონკურსი ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების 5 წლის ვადით დასაკავებლად:
- ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული;
- ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული.
I. განცხადებების მიღებისა და კონკურსების ჩატარების ვადები
- კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის
სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი, კონკურსანტის განცხადება,
კონკურსანტის ანკეტა) გამოქვეყნდება სტუ-ს ვებ-გვერდზე www.gtu.ge
განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 10–11 ივნისს 10:00-დან 17:00 საათამდე მისამართზე - თბილისი, მ. კოსტავას ქუჩა, #77, მე-9 სასწავლო კორპუსი, ოთახი 413. საკონტაქტო პირი: იური ბაღათურია, ტელ.:593 78 11 42;
- კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 14 ივნისს. კონკურსის პირველადი შედეგები
გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 17 ივნისისა, შესაბამისი საკონკურსო კომისიის მიერ, თვალსაჩინო ადგილზე და სტუ-ის ვებგვერდზე www.gtu.ge
- კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები
საკონკურსო კომისიაში მიიღება 2019 წლის 19 ივნისის ჩათვლით.
II. საკონკურსო პირობები
- კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც
აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით)
უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ.
სტუ-ს ვებ–გვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და
ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო–კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი
(საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის /დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის
/დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის
ხელმოწერითა და ბეჭდით;
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ვ) ორი ფოტოსურათი 3X4.
III. კონკურსის ჩატარების წესი
- კონკურსი ჩატარდება "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის,
უნივერსიტეტის წესდებისა და ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში
მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში
და ინსტიტუტის ვებგვერდზე;
- საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის
კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ
შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო–კვლევითი,
პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და
დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით), კონკურსანტთან ჩატარებული
ინტერვიუს შედეგები;
- კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი
კანონმდებლობისა.
სიახლეებში დაბრუნება