სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

11 აგვ

მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

2020-2021 სასწავლო წელს სტუ-ის მაგისტრატურაში კონკურსის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის სასპეციალიზაციო გამოცდების ტესტების ნიმუშები სამაგისტრო პროგრამების მიხედვით
11 აგვ

საგანმანათლებლო პროექტი "სტრატეგია ანტიდასავლური საინფორმაციო ომის წინააღმდეგ" - მონაწილეთა რეგისტრაცია 13 აგვისტოს დასრულდება

თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდი (FDF), კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით (KAS), ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს "სტრატეგია ანტიდასავლური საინფორმაციო ომის წინააღმდეგ".  პროექტში მონაწილეობა უფასოა და ორი ეტაპისგან შედგება
08 აგვ

„საქართველო აგრძელებს განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას“ - სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე

„ჩვენ გვახსოვს 8 აგვისტო, ახსოვს მსოფლიოს. საქართველო აგრძელებს განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას და თითოეული ქართველი ვცოცხლობთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის იმედით, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა
06 აგვ

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, მემორანდუმი გაფორმდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს
06 აგვ

ტერაბანკის და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ერთობლივი პროექტი -გრძელვადიანი სტუდენტური სესხი

ტერაბანკისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო / Millennium Foundation-ის ერთობლივი ძალისხმევით, შეიქმნა სრულიად ახალი, ინოვაციური პროდუქტი, „გრძელვადიანი სტუდენტური სესხი“, რომელიც კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს მისცემს საშუალებას, გრძელვადიანი საშეღავათო  პერიოდითა და სამომავლო პროფესიული შემოსავლების გათვალისწინებით დაფარონ სწავლის საფასური
02 აგვ

სტუდენტების საყურადღებოდ!

დამატებითი გამოცდები 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება
31 ივლ

ძვირფასი ლითონების შემფასებელთა კურსი 5 აგვისტოდან დაიწყება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტთან  არსებული  ძვირფასი  ლითონების შემფასებელთა მომზადების სპეციალიზებული კურსი  5 აგვისტოს,  11: 00 სთ დაიწყება
30 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  პროფესიულ პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) აპლიკანტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
29 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 10 აგვისტოს დასრულდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე ჩასაბარებლად  რეგისტრაცია 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისად, პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომელთა ასაკი შეზღუდული არ არის, რეგისტრაციისთვის შეუძლიათ ეწვიონ პორტალს https://vet.emis.ge, შეარჩიონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოდულური პროფესიული პროგრამები და დაეუფლონ ისეთ სპეციალობებს, რომელზეც დიდია მოთხოვნა შრომის ბაზარზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
29 ივლ

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის ონლაინ სასწავლო კურსები სტუდენტებისთვის - 2020/21 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK)  2020/2021 აკადემიურ წლის საზაფხულო სემესტრისათვის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ონლაინ სასწავლო კურსზე მიღებას აცხადებს
28 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული არჩევნების შედეგები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში 2020 წლის 27 ივლისს სამეცნიერო თანამდებობების დაკავების მიზნით არჩევნები ჩატარდა
24 ივლ

მობილობით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

ძვირფასო სტუდენტებო, ბევრ თქვენგანს აინტერესებს, როდის დაიწყება მობილობის პროცესი. ხშირად მოგვმართავთ შიდა საუნივერსიტეტო მობილობის ვადებისა და რეგისტრაციის შესახებ. ასევე, ხშირად გვწერენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის დაწყებას ელიან
22 ივლ

დეველოპერული კომპანია „შენი სახლი ჯიქიაზე“ სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს

დეველოპერული კომპანია „შენი სახლი ჯიქიაზე“ აცხადებს ვ ა კ ა ნ ს ი ა ს ბოტანიკოსის, გამწვანების მენეჯერის, დენრდოლოგის, ბიოლოგის განათლების მქონე პირებისათვის და სტუდენტებისთვის, გამწვანების მენეჯმენტის სტაჟიორის პოზიციაზე
22 ივლ

გოკჰალეს პოლიტიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტი - საზაფხულო სკოლა „მონაცემებით მართვადი გადაწყვეტილების მიღების პროგრამა“

გოკჰალეს პოლიტიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტი (პუნა, ინდოეთი) (Gokhale Institute of Politics and Economics) აცხადებს 6-კვირიან საზაფხულო სკოლაში მიღებას  - „მონაცემებით მართვადი გადაწყვეტილების მიღების პროგრამაზე“ (Data Driven Decision Making Program)
21 ივლ

იუბილე

აკადემიკოსი ცოტნე მირცხულავა - 100
ცოტნე მირცხულავას მაღალი რეიტინგის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამო­ქვეყნებული აქვს 600-ზე მეტი ნაშრომი, აქედან 26 მონოგრაფია. მონოგრაფია “ჰიდრომელიორაციულ ნაგებობათა საიმედოობა” 1974 წელს ითარგმნა აშშ-ში ინგლისურ ენაზე და ნიდერლანდებში ბეკლემის გამომცემლობამ გამოსცა. მისი ავტორობით გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები სახელმწიფოებრივი ღირე­ბულების ნორმატიულ დოკუმენტებთან ერთად, როგორებიცაა: ,,წყლის ნაკადის დასაშვები არაგამრეცხი სიჩქარეების დადგენა გრუნტებისა და ნიადაგებისათვის“, ,,საინჟინრო ნაგებობების საიმედოობისა და რისკის გამოთვლის ორიგინალური მეთოდიკა“, ,,საშიშ­როებანი და რისკი“, მართებულად აღიარეს მსოფლიოს ცნობილმა სპეცია­ლისტებმა
21 ივლ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უახლესი ტიპის „მობილური ხიდსაცდელი ლაბორატორიის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ხიდსაცდელი ცენტრი“, პირველად საქართველოში, ევროსტანდარტის შესაბამისი ხიდებისა და გვირაბების საკვლევი უახლესი ტიპის „მობილური ხიდსაცდელი ლაბორატორით“ აღიჭურვა. მობილური ლაბორატორიის პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
21 ივლ

ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები უცხოელი სტუდენტებისთვის - 2020/21 სასწავლო წელი

თურქეთის ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტი (Ankara Yıldırım Beyazıt University - AYBU)2020-2021 სასწავლო წლისათვის  უცხოელ სტუდენტთა მიღებას აცხადებს
21 ივლ

ალზაჰრას უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამები საერთაშორისო სტუდენტებისთვის

ირანის ისლამური რესპუბლიკის ალზაჰრას უნივერსიტეტი (Alzahra University) 2020-2021 სასწავლო წლისათვის,  საერთაშორისო სტუდენტებისთვის (სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის)  სასტიპენდიო პროგრამებს აცხადებს
20 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი ნორვეგიაში გაარძელებს სწავლას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ვლადიმერ ბირკაძე ერთ-ერთია საქართველოდან, ვინც ნორვეგიული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, სწავლას მსოფლიოში ცნობილ ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU)  გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
17 ივლ

სტუ-ს ინსტიტუტმა "ტექინფორმმა" AGRIS საზოგადოების III წლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

2-3 ივლისს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (Food and Agriculture Organization of the United Nations - FAO)  AGRIS (სოფლის მეურნეობის კვლევების საერთაშორსო სისტემა) საზოგადოების რიგით მესამე წლიური შეკრება ჩაატარა,  რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა "ტექინფორმი", როგორც AGRIS საზოგადოების ერთადერთმა ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში

სიახლეები 1 - 20 of 3781