სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი სამეცნიერო ვებინარებს შემდეგი განრიგით ჩაატარებს

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი სამეცნიერო ვებინარებს შემდეგი განრიგით ჩაატარებს

13-04-2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი აგრძელებს საქმიანობას ქვეყანაში არსებული ვითარების შესაბამისი ფორმატით, რაც ძირითადად გულისხმობს დისტანციური ურთიერთობის ფორმის რეალიზებას სათანადო კომპიუტერული საკომუნიკაციო პროგრამების გამოყენებით, როგორც ინსტიტუტის ცალკეულ თანამშრომელთა, ასევე ინსტიტუტში არსებულ სამეცნიერო ჯგუფებს შორის. 

ინსტიტუტის განყოფილებების ტრადიციული ყოველკვირეული სამეცნიერო სემინარები დღეისათვის ხორციელდება ონლაინ რეჟიმში, ვებინარის ფორმით, შემდეგი განრიგის მიხედვით: 


გამოთვლითი მეთოდების განყოფილება:

განყოფილების სემინარი ტარდება ოთხშაბათობით, 16:00 საათზე;

სემინარის ხელმძღვანელი: ჯემალ სანიკიძე (593357053, j.sanikidze@gtu.ge);

მოდერატორები: მამული ზაქრაძე (591238668, mamuliz@yahoo.com), მურმან კუბლაშვილი (599626729, murman.kublashvili@gtu.ge)

 

ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების განყოფილება:

განყოფილების სემინარი ტარდება სამშაბათობით, 15:00 საათზე;

სემინარის ხელმძღვანელი: ვაჟა ტარიელაძე (599074347, v.tarieladze@gtu.ge);

მოდერატორები: ვაჟა ტარიელაძე, ვახტანგ კვარაცხელია (555129750, v.kvaratskhelia@gtu.ge)

 

ინფორმატიკის განყოფილება:

განყოფილების სემინარი ტარდება ოთხშაბათობით, 17:00 საათზე;

სემინარის ხელმძღვანელი: ჰამლეტ მელაძე (599574456, h_meladze@hotmail.com);

მოდერატორები: ჰამლეტ მელაძე, მერაბ ფხოველიშვილი (579777913, m.pkhovelishvili@gtu.ge)

 

მათემატიკური მოდელირების განყოფილება:

განყოფილების სემინარი ტარდება სამშაბათობით, 14:00 საათზე;

სემინარის ხელმძღვანელი: დუგლას უგულავა (555209642, d.ugulava@gtu.ge);

მოდერატორი: დავით ზარნაძე (599543812, zarnadzedavid@yahoo.com)

 

ინფორმაცია სემინარის თემის და მომხსენებლის შესახებ წინასწარ განთავსდება ინსტიტუტის ვებგვერდზე. 

ონლაინ რეჟიმში ორგანიზებულია, აგრეთვე, ინსტიტუტის ღია სემინარის (ხელმძღვანელი და მოდერატორი ჰ. მელაძე) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ DI-18-1429 სამეცნიერო საგრანტო პროექტთან დაკავშირებული მუდმივმოქმედი სემინარის (ხელმძღვანელი და მოდერატორი ვ. ტარიელაძე) მუშაობა. 

ვებინარების ჩასატარებლად გამოიყენება საკომუნიკაციო პროგრამა ZOOM.

აღნიშნულ სემინარებზე ინსტიტუტის თანამშრომლების გარდა მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდნენ შესაბამისი სემინარის მოდერატორებს ვირტუალური სასემინარო ოთახის კოდისა და პაროლის მისაღებად.

ინსტიტუტის სემინარების ჩატარების ორგანიზაციულ მხარეს ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სწავლული მდივანი ზაზა სანიკიძე (593322630, z.sanikidze@gtu.ge).


 

სიახლეებში დაბრუნება