Agro ჰაკათონი და ციფრული აგროკონფერენცია სტუდენტებისთვის

Agro ჰაკათონი და ციფრული აგროკონფერენცია სტუდენტებისთვის

20-04-2020
 წელს, 25-26 აპრილს, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ პროექტი Future Agro Challenge დისტანციურად გაიმართება. 

ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, 25-26 აპრილს ინოვატორები, აგროპრენერები, აგროტექნოლოგები, აგროტურიზმითა და აგროკულტურით დაინტერესებულ პირები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაერთიანდებიან.

მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო განაცხადი 21 აპრილს 23:59 საათამდე (რეგისტრაციისთვის მიჰყევით  ბმულს (https://facagro.com/compete-apply/ )

როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ,  ეს არის იდეების კონკურსი,  რომლის გამარჯვებულსაც, თავისი იდეის განხორციელების  შესაძლებლობა ეძლევა.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ კონკურსს იმ შემთხვევაში, თუ:

  • თქვენი საწარმო 5 წელზე ნაკლებია, რაც არსებობს;

  • გაქვთ ინოვაციური და მასშტაბური ბიზნესიდეა ან მოდელი აგროსაკვების ინოვაციების სექტორში;

  • თქვენს იდეას შეუძლია, საზოგადოებაში, ერთ რომელიმე რეგიონში ან გლობალურად მოახდინოს გავლენა;

  • თქვენს საწარმოს ჰქონია მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP);

  • გაქვთ შემუშავებული ბიზნესმოდელი და გყავთ სამიზნე სეგმენტი;

  • თქვენს პროდუქტზე მოთხოვნა ბაზარზე უკვე არსებობს.

ქართულინაციონალურიჩემპიონატიშემდეგკატეგორიებშიგაიმართება:

Agro Logistics // Agro Tourism //Agroforestry // Animal Protein // Animal Husbandry // Dairy Alternatives //Drones and Robots // Education (Food/Agriculture) // Farm Management Software// Farmers’ Incomes // Food E-Commerce // Food Preservation // Food Science //Food Traceability and Safety // Health and Wellness // Indoor Agriculture //Manufacturing // Warehousing // Marketplaces // Material Science // New Farms// Nutrition // Packaging and Design // Precision Agriculture // Predictive Data Analytics // Sensors // Smart Irrigation // Snacks and Beverages // Waste Technology

შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ პრეზენტაციასა და ჰაკათონში, რომლის შედეგად, გამარჯვებული გამოვლინდება. 

გამარჯვებული  მიიღებს ფულად ჯილდოს 2000 ლარის ოდენობით და წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც 2020 წლის 1-4 ოქტომბერს,  საბერძნეთში, თესალონიკში ჩატარდება.

მეორე ადგილის მფლობელი კი მიიღებს ფულად ჯილდოს 1000 ლარის ოდენობით. დეტალური

ინფორმაციაიხილეთhttps://bit.ly/2K9SiAZ

ღონისძიებაჩატარდებასაქართველოსინოვაციებისდატექნოლოგიებისსააგენტოსმხარდაჭერით.

პროექტისმხარდამჭერებიარიანფინანსურიჩართულიბისორგანიზაცია„კრისტალი“, „ფრიდრიხნაუმანისფონდითავისუფლებისთვისსამხრეთკავკასიაში“, „სექტორი 3“, „პროდემოსი“, საქართველოსფერმერთაასოციაციადა„აგროსოლუშენს“.

 

სიახლეებში დაბრუნება