VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ტექნიკა. ტექნოლოგიები. განათლება. უსაფრთხოება 2020“ ბულგარეთში, ქ. ბოროვეცში ჩატარდება

VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ტექნიკა. ტექნოლოგიები. განათლება. უსაფრთხოება 2020“ ბულგარეთში, ქ. ბოროვეცში ჩატარდება

21-04-2020

VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ტექნიკა. ტექნოლოგიები. განათლება. უსაფრთხოება 2020“ (VIII International Scientific Conference «ENGINEERING. TECHNOLOGIES. EDUCATION. SECURITY 2020») 2020 წლის 8-11 ივნისს ბულგარეთში, ზამთრის კურორტ ბოროვეცში ჩატარდება. 

საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორების (პროფ. გიორგი პოპოვი - მანქანათმშენებლობის სამეცნიერო-ტექნიკური კავშირის თავმჯდომარე და პროფ. ილიან ლილოვი - ნაციონალური საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე) ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეთა დასწრება შეუძლებელი გახდება, ჩატარდება მხოლოდ პოსტერული სესიები.

რეცენზენტების მიერ 2020 წლის 31 მაისამდე გამოგზავნილი ყველა მოხსენება  იქნება გამოქვეყნებული. კონფერენციის დანარჩენი ყველა პირობა ძალაშია.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ბმულზე: http://www.techtos.net


 

სიახლეებში დაბრუნება