შუასემესტრულ გამოცდებში მონაწილეობის ვიდეოინსტრუქცია სტუდენტებისთვის

შუასემესტრულ გამოცდებში მონაწილეობის ვიდეოინსტრუქცია სტუდენტებისთვის

12-05-2020

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის მეორე (საგაზაფხულო) სემესტრის შუასემესტრულ საგამოცდო პროცესში მონაწილეობის დეტალურ ვიდეოინსტრუქციას ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.

იმ საგნებში, რომელშიც გამოცდები, ტრადიციულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო (ტესტირების) ცენტრის მიერ ტარდებოდა, კვლავაც საგამოცდო ცეტრის მიერ ჩატარდება პლატფორმაზე - www.testing.gtu.ge

დანარჩენ დისციპლინებში კი, შუასემესტრული გამოცდები ჩატარდება ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე - www.elearning.gtu.ge

იმისთვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ, როდის და სად ჩატარდება გამოცდები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში, გთხოვთ, გაეცნოთ  შუასემესტრული გამოცდების განრიგს, რომელიც ორგანიზებულია ფაკულტეტების მიხედვით და რომელშიც მითითებულია ჯგუფის ნომერი, სასწავლო კურსის დასახელება, გამოცდის ჩატარების ელექტრონული მისამართი, თარიღი, დრო და გამოცდის მიმდინარეობის ხანგრძლივობა. 


შუასემესტრული გამოცდების განრიგი განთავსებულია:

ცნობისათვის: 2019-2020 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში შუალედური გამოცდები ჩატარდება მე-11 სასწავლო კვირაში, 18-დან 22 მაისის ჩათვლით.

შუასემესტრულ გამოცდებში მონაწილეობის დეტალური ვიდეოინსტრუქცია სტუდენტებისთვის



 

სიახლეებში დაბრუნება