ესეების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“

ესეების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“

27-05-2020

 „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ - ამ სათაურით და თემის ირგვლივ საქართველოს  პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) მხარდაჭერით, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ესეების (ნარკვევების) კონკურსს აცხადებს.

ონლაინკონკურსი ტარდება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდი.

კონკურსის მიზანია საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესისა და ხელშესახები პოზიტიური შედეგების შესახებ.

 კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 

სიახლეებში დაბრუნება