სტუ-ის ენერგეტიკისა და ელექრტოინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია "რეტკო" ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

სტუ-ის ენერგეტიკისა და ელექრტოინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია "რეტკო" ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

29-05-2020

რუსთავში  არსებული ელექტროტექნიკური კომპანია "რეტკო"  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ენერგეტიკისა და ელექრტოინჟინერიის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ( III ნაკადი) შემდგომი დასაქმებით.

   კომპანიის საქმიანობა ითვალისწინებს ელ.გადამცემი ხაზების პროექტირებასა და მშენებლობას, ასევე ელექტრო გამანაწილებელი მოწყობილობების დამზადებას და მონტაჟს.

       დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ, როგორც თეორიული , ასევე პრაქტიკული ცოდნა/გამოცდილება 0,4 ; 6 ; 10; 35 კვ ძაბვის ქსელებისა და ელ.გამანაწილებელი მოწყობილობების პროექტირებისა და წარმოების მიმართულებით.

   სტაჟირება ასევე მოიცავს საბაზისო თეორიული კურსების გავლას შემდეგი მიმართულებებით :

         1. ელექტრული წრედების თეორია;

         2. ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება;

         3. ელ.სადგურებისა და ქვესადგურების მოწყობილობები;

         4. ელექტრომოწყობილობების დიაგნოსტიკა;

         5. უსაფრთხოების წესები.

დაინტერესებულმა  სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ რუსთავში და რუსთავის ახლოს მცხოვრები კანდიდატები.

უნდა სწავლობდნენ ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე (სასურველია დამამთავრებელი კურსი)

სასურველია კანდიდატმა რეზიუმეში მიუთითოს საკუთარი facebook ან instagram გვერდი.

სამუშაო გრაფიკი იქნება შეთანხმებული იმგვარად , რომ სტუდენტებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა ლექციებზე დასასწრებად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@retco.ge , ხოლო სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟირება".

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ :

საკონტაქტო პირი : ქეთევან ჩაჩანიძე ტელ: +995 577 900 397

 

სიახლეებში დაბრუნება