"ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" სტუდენტებს "თრეინი პროგრამას" სთავაზობს

"ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" სტუდენტებს "თრეინი პროგრამას" სთავაზობს

11-06-2020

კომპანია  "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" მესამე, მეოთხე და მაგისტრატურის სტუდენტებს "თრეინი პროგრამას" სთავაზობს.  

კომპანია ტექნიკური მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას გეგმავს, კონკრეტულად კი, ცემენტის წარმოების, ელექტრო და მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით.

დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ მეილზე  vacancy@heidelbergcement.ge.

სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსოთ არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივნისისა.

თრეინი პროგრამა მოიცავს თეორიული და პრაქტიკული სწავლებების 12 თვიან პერიოდს სამომავლო თანამშრომლობის მიზნით ტექნიკური /საინჟინრო მიმართულებებით შემდეგ სპეციალობებში: ცემენტის წარმოება (1), ელექტრო (2) და მექანიკური ინჟინერია (3);

თრეინი პროგრამის ძირითადი სფერო ტექნიკურია: ცემენტის წარმოება, ელექტრო და მექანიკური ინჟინერია, თუმცა ასევე მოიცავს მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებებს: ფინანსურს, გაყიდვებს, მარკეტინგს, შესყიდვებსა და HR-ს;

თრეინი პროგრამის განმავლობაში აქტიურად გაივლით სხვადასხვა სოფთ სქილის ტრენინგს;

თრეინი პროგრამა საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ და განახორციელოთ თქვენთვის საინტერესო  პროექტი, რომელსაც განიხილავს მენეჯმენტის უმაღლესი რგოლი;

თრეინი პროგრამა მოიცავს ასევე საზღვარგარეთ სტაჟირებას;

თრეინი პროგრამაში მონაწილეობა ანაზღაურებადია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;

სასურველია მაღალი აკადემიური მოსწრება;

სასურველია საერთაშორისო გამოცდილება (პრაქტიკა–სტაჟირება, სწავლა საზღვარგარეთ)

სამუშაო ადგილმდებარეობა:

სათაო ოფისი (თბილისი);

რუსთავის ცემენტის ქარხანა;

კასპის ცემენტის ქარანა.

ცნობისათვის, ჰაიდელბერგცემენტი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და აგრეგატების წარმოებაში, როგორც სამშენებლო მასალების ერთ–ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 53,000 ადამიანი მის კუთვნილ 2,400 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული.

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს „საქცემენტის“ რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს „ქართული ცემენტი“). როგორც ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის წევრი, კომპანია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს მენეჯმენტისა და წარმოების საკითხებში. ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში დასაქმებულია 1000–ზე მეტი ადამიანი. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ–გვერდს: www.heidelbergcement.ge

 

სიახლეებში დაბრუნება