ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტების საყურადღებოდ! ლაბორატორიული მეცადინეობები 15 ივნისიდან განახლდება

ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტების საყურადღებოდ! ლაბორატორიული მეცადინეობები 15 ივნისიდან განახლდება

12-06-2020


2020 წლის 15 ივნისიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტებისთვის სასწავლო ლაბორატორიებში განახლდება მეორე სემესტრის ის ლაბორატორიული მეცადინეობები, რომლის ჩატარებაც ონლაინ რეჟიმში შეუძლებელი იყო.

ლაბორატორიული მეცადინეობების პარალელურად, კვლავინდებურად გაგრძელდება ონლაინ სალექციო კურსები. შესაბამისად, აკადემიური ჯგუფების ცხრილში ბაკალავრიატის IV კურსისთვის შევიდა ცვლილებები.

აკადემიური ჯგუფების განახლებული ცხრილი განთავსებულია ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gtu.ge  -  რუბრიკაში „აკადემიური მოსწრება“ და დისტანციური სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე www.elearning.gtu.geლაბორატორიული მეცადინეობები ჩატარდება ცხრილში მითითებულ აუდიტორიებში.

აკადემიური ჯგუფების განახლებული ცხრილი იხილეთ ბმულზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს სტუდენტებს, ლაბორატორიულ მეცადინეობებზე დასაწრებად აუცილებლად თან იქონიონ პირბადეები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავის მხრივ, სასწავლო ლაბორატორიებში  პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ბაკალავრიატის I,  II, III კურსის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, მათთვის ლაბორატორიული მეცადინეობების განახლების შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე.

იმ სტუდენტებსისთვის კი, რომელებმაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლეს დისტანციურ სწავლებაში ჩართვა, სტუ-ის ოფიციალურ გვერდებზე ასევე წინასწარ განთავსდება ინფორმაცია სასწავლო კურსებისა (საგნების) და შუალედური გამოცდების აღდგენის თაობაზე. აღდგენის პროცესი ინდივიდუალური საგანმანათლებლო გრაფიკის ფარგლებში წარიმართება.


 

სიახლეებში დაბრუნება